პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეროვნულმა ბანკმა და Visa-მ გლობალური და რეგიონული ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და Visa-მ ერთობლივი ეკონომიკური მიმოხილვის სესია გამართეს, სადაც გლობალური და რეგიონული მაკროეკონომიკური პროცესები, მომხმარებელთა დანახარჯების ტენდენციები და საქართველოს ბაზრის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ეროვნულმა ბანკმა და Visa-მ გლობალური და რეგიონული ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს
იმედინიუსი

საქართველოს ეროვნულ ბანკისა და საერთაშორისო საგადახდო სისტემის Visa-ს ორგანიზებით, ეკონომიკური მიმოხილვის სესია გაიმართა. შეხვედრამ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ეკონომისტები და ბაზრის ექსპერტები გააერთიანა. მონაწილეებმა გლობალური და რეგიონული მაკროეკონომიკური პროცესები, მომხმარებელთა დანახარჯების ტენდენციები და საქართველოს ბაზრის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ. მან ყურადღება გაამახვილა Visa-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საგადახდო ეკოსისტემის განვითარებაში.

„საერთაშორისო საბარათე სქემებს ქართულ ბაზარზე მყარი პოზიციები აქვთ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის საგადახდო ეკოსისტემის უწყვეტ განვითარებაში. ჩვენ დიდად ვაფასებთ Visa-სთან თანამშრომლობას და კომპანიის უწყვეტ ჩართულობას საქართველოს ფინანსური და საგადახდო ეკოსისტემის განვითარებაში“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება დაასახელა. Visa ეროვნულ ბანკს საქართველოს საგადახდო ბაზრის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას აწვდის, რაც ბაზრის მიმდინარე ტენდენციების ანალიზსა და შეფასებას უწყობს ხელს.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში დიანა კიღურაძემ. მისი ინფორმაციით, Visa-ს გლობალურ ქსელს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, რაც კომპანიას სხვადასხვა ბაზარზე მომხმარებელთა ქცევის, ხარჯვისა და მოგზაურობის ჩვევების ცვლილებაზე დაკვირვებისა და ამ ტენდენციების გაანალიზების საშუალებას აძლევს. „მთავარი ღირებულება მონაცემებსა და იმ ცოდნაშია, რომელსაც მათი ანალიზის შედეგად ვიღებთ. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გლობალური ტენდენციები ადგილობრივი ბაზრის კონტექსტში განვიხილოთ და უკეთ გავიაზროთ საქართველოში მიმდინარე ცვლილებები“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ.

სესიის მთავარი მომხსენებელი Visa-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის მთავარი ეკონომისტი მოჰამედ ბარდასტანი იყო. მან მონაწილეებს გლობალური და რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივები, მომხმარებელთა დანახარჯების დინამიკა და რეგიონისა და მსგავსი ეკონომიკური მახასიათებლების მქონე ბაზრებთან შედარებით საქართველოს ძლიერი პოზიცია გააცნო. „საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები რეგიონული და გლობალური ცვლილებების უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. კომერციისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად, იცვლება მომხმარებელთა ქცევა და მოლოდინი, რაც ბაზარზე ახალ დინამიკასა და შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს შედარებაა რეგიონისა და მსგავსი მახასიათებლების მქონე ბაზრებთან გვეხმარება, რომ უკეთ შევაფასოთ, სად ვართ დღეს და რა ფაქტორებმა შეიძლება განსაზღვროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემდგომი სფეროები“, - აღნიშნა მოჰამედ ბარდასტანიმ.

საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, გლობალური და რეგიონული ეკონომიკური ტენდენციების გაანალიზებას, საგადახდო ბაზრის განვითარებასა და მომხმარებელთა ინტერესებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოეროვნულმა ბანკმა და Visa-მ გლობალური და რეგიონული ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მთავარი ღირებულება მონაცემებსა და იმ ცოდნაშია, რომელსაც მათი ანალიზის შედეგად ვიღებთ. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გლობალური ტენდენციები ადგილობრივი ბაზრის კონტექსტში განვიხილოთ და უკეთ გავიაზროთ საქართველოში მიმდინარე ცვლილებები“
დიანა კიღურაძე
„საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები რეგიონული და გლობალური ცვლილებების უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. კომერციისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად, იცვლება მომხმარებელთა ქცევა და მოლოდინი, რაც ბაზარზე ახალ დინამიკასა და შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს შედარებაა რეგიონისა და მსგავსი მახასიათებლების მქონე ბაზრებთან გვეხმარება, რომ უკეთ შევაფასოთ, სად ვართ დღეს და რა ფაქტორებმა შეიძლება განსაზღვროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემდგომი სფეროები“
მოჰამედ ბარდასტანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები