პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კალიფორნიის გუბერნატორმა 548 სიკვდილმისჯილს განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში სიკვდილმისჯილი 548 პატიმრის სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეცვალა. ნიუსომის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ სანქცირებული მკვლელობა შეუთავსებელია კალიფორნიის ღირებულებებთან და სამართლებრივი სისტემის საფუძვლებს ძირს უთხრის.

კალიფორნიის გუბერნატორმა 548 სიკვდილმისჯილს განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა
ნეტგაზეთი

თანამდებობაზე ყოფნის ბოლო თვეებში, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში სიკვდილმისჯილი 548 პატიმრის სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეცვალა.

„თითქმის 30-წლიანი მუშაობის შემდეგ საჯარო სამსახურში მივხვდი, თუ რამდენად შეზღუდულია ის, რისი სამართლიანად განხორციელებაც მთავრობას შეუძლია. ამ გადაწყვეტილებას იმიტომ ვიღებ, რომ მტკიცედ მწამს: სახელმწიფოს მიერ სანქცირებული მკვლელობა შეუთავსებელია კალიფორნიის ღირებულებებთან, ძირს უთხრის ჩვენი სამართლებრივი სისტემის საფუძვლებს და თითოეულ ჩვენგანს აზიანებს“, — განაცხადა ნიუსომმა წერილში.

მან განმარტა, რომ კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებით, სიკვდილით დასჯის განაჩენებს სამუდამო პატიმრობით ცვლის, პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.

„ახლა შეგვიძლია, ეს დამნაშავეები მივივიწყოთ, მაშინ როცა მსხვერპლნი სამუდამოდ გვემახსოვრება და პატივს მივაგებთ“, — განაცხადა მან წერილში.

ნიუსომის თქმით, აცნობიერებს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება კალიფორნიის ზოგიერთ მცხოვრებს გააბრაზებს და ტკივილს მიაყენებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „მუდმივად მძიმე ტვირთად დარჩება“.

„როგორც გუბერნატორი, ამ გადაწყვეტილებასა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მე მეკისრება, ისევე როგორც პასუხისმგებლობა მხოლოდ მე დამეკისრებოდა თითოეული სიკვდილით დასჯის შემთხვევაში“, — დაწერა მან.

BBC-ის ცნობით, სიკვდილმისჯილი პატიმრების შეწყალების გადაწყვეტილებას კალიფორნიაში ძირითადად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან შტატში 2006 წლის შემდეგ არცერთი პატიმარი არ დაუსჯიათ სიკვდილით. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა სასამართლო ხარჯები ყოველწლიურად მილიონობით დოლარით შეამციროს. 1978 წელს სიკვდილით დასჯის აღდგენის შემდეგ, უმაღლესი სასჯელით შტატში 13 პატიმარი დასაჯეს.

ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღეს, როდესაც აშშ-ის ყველაზე ხალხმრავალი შტატის დემოკრატი გუბერნატორი გევინ ნიუსომი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო კანდიდატად განიხილება. ნიუსომს გუბერნატორის თანამდებობაზე ვადა ეწურება და მოსალოდნელია, რომ სამშაბათს, შუალედური არჩევნების შემდეგ, მას ასევე დემოკრატი ქსავიე ბეკერა შეცვლის.

კალიფორნიას ისტორიულად ყველაზე მეტი სიკვდილმისჯილი პატიმარი ჰყავდა აშშ-ის შტატებს შორის. 2019 წელს ნიუსომმა შტატში სიკვდილით დასჯის პროცედურის შეჩერების ბრძანება გასცა.

გამოცემა CalMatters-ის ინფორმაციით, შეწყალების გადაწყვეტილებას კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს სულ მცირე შვიდი მოსამართლიდან ოთხის თანხმობა დასჭირდება და ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება ნიუსომის გადაწყვეტილება კონკრეტულ მსჯავრდებულებზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თითქმის 30-წლიანი მუშაობის შემდეგ საჯარო სამსახურში მივხვდი, თუ რამდენად შეზღუდულია ის, რისი სამართლიანად განხორციელებაც მთავრობას შეუძლია. ამ გადაწყვეტილებას იმიტომ ვიღებ, რომ მტკიცედ მწამს: სახელმწიფოს მიერ სანქცირებული მკვლელობა შეუთავსებელია კალიფორნიის ღირებულებებთან, ძირს უთხრის ჩვენი სამართლებრივი სისტემის საფუძვლებს და თითოეულ ჩვენგანს აზიანებს“
გევინ ნიუსომი
„ახლა შეგვიძლია, ეს დამნაშავეები მივივიწყოთ, მაშინ როცა მსხვერპლნი სამუდამოდ გვემახსოვრება და პატივს მივაგებთ“
„მუდმივად მძიმე ტვირთად დარჩება“
„როგორც გუბერნატორი, ამ გადაწყვეტილებასა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მე მეკისრება, ისევე როგორც პასუხისმგებლობა მხოლოდ მე დამეკისრებოდა თითოეული სიკვდილით დასჯის შემთხვევაში“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
2 ნოემბერს ზაპოროჟიეს რაიონის დაბა კომიშუვახაზე რუსული ავიადარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50 ადამიანამდე გაიზარდა, — საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურიწაიკითხე

უახლესი ამბები