რეჟიმის პატიმარმა ირაკლი ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა — მას სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე განესაზღვრა.

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა. „ოცნების“ პროკურატურა მას ჯგუფურად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა, რაზეც საქალაქო სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მიჯილი.
„გარეთ რომ უკეთესი ხვდებოდეს ადამიანს უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ის რომ საპყრობილეს თავი დავაღწიე, მაინც და მაინც ბედნიერების საფუძველს არ მაძლევს“.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ჩხვირკიას რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე განესაზღვრა, ხოლო დარჩენილი 2 წელი პირობით მსჯავრად ჩაეთვალა. პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ პოლიტპატიმარმა ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…