პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტყეების აღდგენისა და კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ჩეხურ კომპანია LEP Trading-თან და ილია მართლის ფონდთან ერთად, საქართველოს ტყეების აღდგენისა და კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტყეების აღდგენისა და კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პირველი არხი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი ჩეხური კომპანიის, LEP Trading s.r.o.-ს აღმასრულებელ დირექტორს, ელენა კაზდას და ილია მართლის ფონდის დირექტორს, სოფიო სტურუას შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში სამინისტროს, კომპანიასა და ფონდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც საქართველოს ტყეების აღდგენისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და ფონდის დირექტორმა მოაწერეს.

„საქართველოს ტყეების აღდგენა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოხარული ვარ, რომ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. ხელმოწერილი მემორანდუმი საფუძველს ქმნის, გავაერთიანოთ შესაძლებლობები. ჩვენი მიზანია, ეს თანამშრომლობა კონკრეტულ, შედეგზე ორიენტირებულ პროექტებში აისახოს და ხელი შეუწყოს საქართველოს ტყეების აღდგენას, ეკოსისტემების მდგრადობასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი გამოწვევების შემცირებას“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გიორგი წკრიალაშვილმა ყურადღება ტყის აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ტყის ეკოსისტემების თავისებურებებისა და გრძელვადიანი შედეგების გათვალისწინების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ტყის აღდგენას განსაკუთრებული ადგილი უკავია ტყის რესურსების მდგრადი მართვის პროცესში. მნიშვნელოვანია, აღდგენის ღონისძიებები ეფუძნებოდეს ეკოლოგიურ პრინციპებს, კონკრეტული ტერიტორიების საჭიროებებსა და გრძელვადიან ხედვას. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ტყის ეკოსისტემების გაუმჯობესებას, მათი ეკოლოგიური ფუნქციების შენარჩუნებასა და გაძლიერებას. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერით თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები იქმნება“, – განაცხადა გიორგი წკრიალაშვილმა.

ელენა კაზდამ და სოფიო სტურუამ საქართველოს ტყეების აღდგენის პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, მემორანდუმის გაფორმება ქმნის შესაძლებლობას, მხარეებმა გააერთიანონ გამოცდილება, რესურსები და ხელი შეუწყონ გარემოსდაცვითი ინიციატივების განხორციელებას, დასახული მიზნების მიღწევას.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ასევე ილია მართლის ფონდის გამგეობის წევრები გიორგი ბერიძე, ბესარიონ მარგიანი და ჯაბა თევდორაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტყეების აღდგენისა და კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს ტყეების აღდგენა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოხარული ვარ, რომ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. ხელმოწერილი მემორანდუმი საფუძველს ქმნის, გავაერთიანოთ შესაძლებლობები. ჩვენი მიზანია, ეს თანამშრომლობა კონკრეტულ, შედეგზე ორიენტირებულ პროექტებში აისახოს და ხელი შეუწყოს საქართველოს ტყეების აღდგენას, ეკოსისტემების მდგრადობასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი გამოწვევების შემცირებას“
ნინო თანდილაშვილი
„ტყის აღდგენას განსაკუთრებული ადგილი უკავია ტყის რესურსების მდგრადი მართვის პროცესში. მნიშვნელოვანია, აღდგენის ღონისძიებები ეფუძნებოდეს ეკოლოგიურ პრინციპებს, კონკრეტული ტერიტორიების საჭიროებებსა და გრძელვადიან ხედვას. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ტყის ეკოსისტემების გაუმჯობესებას, მათი ეკოლოგიური ფუნქციების შენარჩუნებასა და გაძლიერებას. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერით თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები იქმნება“
გიორგი წკრიალაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტყეების აღდგენისა და კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები