პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტყის ხანძრების მართვის საკითხებზე შესაბამისი უწყებებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ტყის ხანძრების პრევენციისა და მართვის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თუშეთის, ფშავ-ხევსურეთის, ვაშლოვანის, კოლხეთის, ალგეთისა და ჭაჭუნას ადმინისტრაციები ხანძრის მონიტორინგისთვის დრონებით აღიჭურვება.

ტყის ხანძრების მართვის საკითხებზე შესაბამისი უწყებებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
იმედინიუსი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „Co-NatureGuard“ ფარგლებში, ტყის ხანძრების მართვის საკითხებზე სამიზნე დაცული ტერიტორიების მიმდებარე მუნიციპალიტეტების, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და კავკასიის ბუნების ფონდის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ტყის ხანძრების პრევენციისა და მართვის მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხანძრის რისკების შეფასებაზე, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერებასა და რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს ხანძრების მართვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თუშეთის, ფშავ-ხევსურეთის, ვაშლოვანის, კოლხეთისა და ალგეთის დაცული ტერიტორიების, ასევე ჭაჭუნას აღკვეთილის ადმინისტრაციებისთვის ტყის ხანძრების მართვის გეგმების შემუშავება. ამასთან, სამიზნე ადმინისტრაციები აღიჭურვება დრონებით, რაც გააუმჯობესებს ხანძრის რისკების მონიტორინგის, შეფასებისა და მართვის შესაძლებლობებს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „Co-NatureGuard“ მიზნად ისახავს ტყის ხანძრების პრევენციის გაძლიერებასა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში დაცული ტერიტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას. პროექტი აერთიანებს საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის ორგანიზაციებს, რომლებიც ტყის მართვისა და ბუნების კონსერვაციის მიმართულებით მუშაობენ.

პროექტი 26 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ევროპაში 75-ზე მეტ დაცულ ტერიტორიას მოიცავს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ECO.Georgia-ს მმართველი საბჭოს შეხვედრაზე პროექტის შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები