პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 ნოემბერი

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ომის დაწყებიდან რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგი დაახლოებით 1 601 830 ადამიანს შეადგენს. რუსეთს უკრაინის დანაკარგების სტატისტიკა თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია, ომის პირობებში კი მხარეების ცნობების გადამოწმება შეუძლებელია.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 ნოემბერი
ბათუმელები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 601 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]

ტანკი – 12 456 ერთეული [+2]

ჯავშანტექნიკა – 25 651 ერთეული [+8]

საარტილერიო სისტემა – 51 956 ერთეული [+54]

MLRS – 2 254 ერთეული [+0]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 744 ერთეული [+6]

თვითმფრინავი – 452 ერთეული [+0]

ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 597 616 ერთეული [+1 395]

სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 085 ერთეული [+8]

გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]

წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]

მანქანები და საწვავის ავზები – 170 929 ერთეული [+673]

სპეცტექნიკა – 4 878 ერთეული [+5]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 192 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

670 თვითმფრინავი

283 ვერტმფრენი

117 299 უპილოტო საფრენი აპარატი

651 საზენიტო სარაკეტო სისტემა

27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ბათუმელებიოპოზიციურირუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 ნოემბერი
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევზე, აცხადებს მერიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები