პეტერბურგში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჩაშალეს პოლიტპატიმრებისთვის წერილების მიწერის საღამო
სანკტ-პეტერბურგში ძალოვანმა სტრუქტურებმა პოლიტპატიმრებისთვის წერილების მიწერის საღამო ჩაშალეს. მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავები სივრცეში დასმენის შედეგად მივიდნენ, მონაწილეებს პასპორტები ჩამოართვეს და ახსნა-განმარტების მიღებას აპირებენ.

რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა 5 ნოემბერს ჩაშალეს პოლიტიკური პატიმრებისთვის წერილების მიწერის საღამო, რომელსაც ატარებდა პროექტი "ადამიანები და წერილები".
ღონისძიება უნდა გამართულიყო სივრცეში სახელად "ნორა", რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ტელეგრამის არხი "ოსტოროჟნო.პეტერბურგი" ავრცელებს ცნობას, რომ "ნორაში" მივიდნენ პოლიციელები და ამოუცნობი პირები ნიღბებში. მათი ვიზიტის დეტალები და მიზეზები უცნობია.
გამოცემა RusNews-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ ღონისძიების დასმენის შედეგად.
"მოვიდნენ, წაიღეს პასპორტები. ... აპირებენ ახსნა-განმარტება ჩამოგვართვან და გაგვიშვან" - უთხრა გამოცემა RusNews-ს ღონისძიების მონაწილემ.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, პროექტს "ადამიანები და წერილები" წარსულში რამდენიმე ამგვარი შეხვედრა აქვს გამართული მოსკოვში. სანკტ-პეტერბურგში წერილების საღამო ინციდენტების გარეშე შედგა 30 ოქტომბერს - პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს.
ციტატები სტატიიდან
„მოვიდნენ, წაიღეს პასპორტები. ... აპირებენ ახსნა-განმარტება ჩამოგვართვან და გაგვიშვან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…