პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან გასვლითი მატჩით დაიწყო და 23:40 დამარცხდა. ესპანელი მწვრთნელის, რუბენ გარაბაიას დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა, გუნდი კი მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს თბილისში ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
სპორტალი

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან გასვლითი მატჩით გახსნა. ჩვენს უმთავრეს გუნდს მისთვის პირველ ოფიციალურ მატჩში გაუძღვა ესპანელი მწვრთნელი რუბენ გარაბაია. ესპანელი მწვრთნელისთვის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა, თუმცა ეს, ჯგუფის მთავარ ფავორიტთან სტუმრად თამაშის გათვალისწინებით, დიდ მოულოდნელობად ნამდვილად არ უნდა მივიჩნიოთ.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და ადრეული უპირატესობა მოიპოვეს - 3:1. მეტოქის ძლიერი დაცვის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები პირველ ნახევარში 3-ბურთიანი ჩამორჩენით მჭიდრო სხვაობას ინარჩუნებდა, თუმცა ბოლო წუთებში ნორვეგიელებმა უპირატესობა გაზარდეს და ტაიმი 20:12 მოიგეს.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო, მასპინძლებმა კი სხვაობა ისეთ ნიშნულამდე გაზარდეს, რომ თამაშის გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

საქართველოს ნაკრები დამარცხდა ტორბიორნ ბერგერუდთან, რომელმაც 12 ბურთი მოიგერია და მოგვიანებით მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა; ნორვეგიამ გვაჯობა ძლიერი დაცვით და შეტევაში სწრაფი გადაწყობით.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 3 ბურთი გაიტანა.

თეიმურაზ ორჯონიკიძე: „სამწუხაროდ, ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს. შეხვედრა ცუდად დავიწყეთ და შეცდომებიც გვქონდა. როდესაც ვნახეთ, რომ ვაგებდით, გამოცდილი მოთამაშეები დავასვენეთ და თამაშის საშუალება ახალგაზრდებს მივეცით, თუმცა მათ სათანადო გამოცდილება არ ეყოთ. ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ ძალები ავსტრიასთან მატჩისთვის დაგვეზოგა. იმედია, ეს შედეგი ავსტრიასთან შეხვედრაზე უარყოფთად არ იმოქმედებს“.

8 ნოემბერს საქართველო თბილისში ავსტრიას უმასპინძლებს, რომელმაც თავის მხრივ, 4 ნოემბერს თურქეთის ნაკრები 37:30 დაამარცხა.

ნორვეგია 40:23 (20:12) საქართველო

საქართველოს ნაკრები: დავით ნიქაბაძე, ზურაბ ცინცაძე; გიორგი ლაპიაშვილი (3), გიორგი ხელისუფალი, ხაზეინ რუსტამოვი (1), გიორგი არეშიძე (2), ირაკლი კბილაშვილი (2), გიორგი ცხოვრებაძე (3), თეიმურაზ ორჯონიკიძე (3), ირაკლი გოგოლაძე (2), ერეკლე არსენაშვილი (4), ზურაბ გოგავა, დავით გრიშკაშვილი, გუგა უთმელიძე (1), გიორგი კაპანაძე, ნიკოლოზ მამულაშვილი (2)

მთავარი მწვრთნელი: რუბენ გარაბაია

მწვრთნელები: პაბლო კამპოსი, ხავიერ სალვადორი, შოთა თევზაძე.

GEOHANBALL.GE

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
ესმა კუნჭულია: რუსული ტოტალიზატორის სახე რონალდინიო ამიერიდან ბათუმელიაწაიკითხე

უახლესი ამბები