სპორტი · 5 ნოემბერი, 22:05
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბარსელონამ თავდამსხმელ რაფინიასთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში 2022 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში 190 მატჩში 94 გოლი გაიტანა.

"ბარსელონამ" თავდამსხმელ რაფინიას ხელშეკრულება 2030 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა, - ამის შესახებ კატალონიური კლუბის საიტი იტყობინება.
რაფინია "ბარსელონაში" 2022 წელს გადავიდა, მას შემდეგ 190 მატჩში 94 გოლი გაიტანა, სამჯერ გახდა ლა ლიგის გამარჯვებული, ერთხელ თასი მოიგო, სამჯერ კი სუპერთასი.
Transfermarkt -ის მიხედვით 29 წლის რაფინიას ფასი 70 მილიონი ევროა.
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…