“პირველად გვყავს ხელისუფლება, რომლის პოლიტიკური დოქტრინა არის იდიოტობა” – დავით ზურაბიშვილი
პოლიტოლოგ დავით ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში პირველად არის ხელისუფლება, რომლის ოფიციალური პოლიტიკური დოქტრინა იდიოტობაა. მისი თქმით, შეთქმულების თეორიებზე აგებული მსგავსი პროპაგანდა დღეს მსოფლიო ტრენდად იქცა.

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
მორალსა და ზნეობაზე რომ არაფერი ვთქვა, საქართველოში პირველად გვყავს ხელისუფლება, რომლის ოფიციალური პოლიტიკური დოქტრინა არის იდიოტობა.
დიფსთეითი, გლობალური ომის პარტია, მასონები, ლიბერალური ფაშიზმი, ლგბტ მაფია ქვეყნის გარეთ და უსამშობლოები და აგენტები ქვეყნის შიგნით… ყველაფერ ამას საღ გონებაზე მყოფი ხალხი რანაირად ჭამს, თუ მესმოდეს. ამით რომ კარიერას იკეთებენ და ფულს შოულობენ, ეს კიდევ ცალკე უბედურებაა.
ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ მსგავს იდიოტობას მარტო ჩვენ არ ვაწვებით. პრაქტიკულად მსოფლიო ტრენდია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…