ებოლას ახალი აფეთქება – სიმპტომები და მკურნალობა – მაია ბუწაშვილი
აფრიკის ქვეყნებში ებოლას 10 532 შემთხვევა დადასტურდა და 5 126 ადამიანი გარდაიცვალა; ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, გავრცელებული Bundibugyo შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა ან სპეციფიკური მკურნალობა ჯერ არ არსებობს.

ინფექციონისტი, ეპიდემიოლოგი, მაია ბუწაშვილი:
ებოლას ამჟამინდელი აფეთქების ეპიდსიტუაცია:
1 ნოემბრის მონაცემებით, აფრიკის ქვეყნებში (ძირითადად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში) ებოლას 10 532 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 5 126 ადამიანი – დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 50%.
ებოლა დაუდასტურდა კონგოში მომუშავე ბრიტანელ მედიკოსსაც. ამ ეპიდაფეთქების დროს ეს ბრიტანეთის მოქალაქის ინფიცირების პირველი შემთხვევაა. ის გადაყვანილია ლონდონში სამკურნალოდ.
სიმპტომები და გადაცემის გზები
სიმპტომები ინფიცირებიდან 2-21 დღეში ვლინდება. დაავადება ხშირად იწყება უეცარი ცხელებით, სისუსტით, თავისა და კუნთების ტკივილით. მოგვიანებით შეიძლება დაემატოს ღებინება და დიარეა. შეიძლება სისხლდენით გართულდეს.
ებოლას ვირუსი გადადის ავადმყოფის ან ვირუსით გარდაცვლილის სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან უშუალო კონტაქტით. სიმპტომების დაწყებამდე ადამიანი ვირუსს არ ავრცელებს.
ვაქცინა და მკურნალობა
ამ ეპიდაფეთქების გამომწვევი Bundibugyo შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა ან სპეციფიკური მკურნალობა ჯერ არ არსებობს. ინფიცირებულის გადარჩენის შანსს ზრდის დროული დიაგნოსტიკა და სწრაფად დაწყებული სიმპტომური თერაპია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…