პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Fox News: კალიფორნიის შტატის ქალაქ ვესტ ჰოლივუდის საკრებულომ ერთხმად მიიღო მუნიციპალური დადგენილება, რომელიც „მრავალპარტნიორიან ოჯახურ ურთიერთობებში“ მყოფ მოქალაქეებს ადგილობრივი კანონმდებლობის დონეზე სამართლებრივ დაცვას ანიჭებს

Fox News-ის ცნობით, კალიფორნიის ქალაქ ვესტ ჰოლივუდის საკრებულომ ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც მრავალპარტნიორიან ოჯახურ ურთიერთობებში მყოფ პირებს მუნიციპალურ დონეზე სამართლებრივ დაცვას ანიჭებს.

Fox News: კალიფორნიის შტატის ქალაქ ვესტ ჰოლივუდის საკრებულომ ერთხმად მიიღო მუნიციპალური დადგენილება, რომელიც „მრავალპარტნიორიან ოჯახურ ურთიერთობებში“ მყოფ მოქალაქეებს ადგილობრივი კანონმდებლობის დონეზე სამართლებრივ დაცვას ანიჭებს
POSTV

კალიფორნიის შტატის ქალაქ ვესტ ჰოლივუდის საკრებულომ ერთხმად მიიღო მუნიციპალური დადგენილება, რომელიც „მრავალპარტნიორიან ოჯახურ ურთიერთობებში“ მყოფ მოქალაქეებს ადგილობრივი კანონმდებლობის დონეზე სამართლებრივ დაცვას ანიჭებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

„ვესტ ჰოლივუდის საჯარო პოლიტიკად ცხადდება იმის აღიარება და დაცვა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა, მისი მრავალპარტნიორიანი ურთიერთობა იყოს ფორმალურად აღიარებული და პატივცემული, ასევე დაცული იყოს დისკრიმინაციისაგან“, – ნათქვამია მიღებულ დოკუმენტში.

იქვე აღნიშნულია, რომ ურთიერთობის მრავალფეროვანი ფორმები, მათ შორის სამ ან მეტ ზრდასრულ ადამიანს შორის არსებული სიყვარულზე, ვალდებულებასა და თანხმობაზე დაფუძნებული კავშირები, სულ უფრო გავრცელებული ხდება.

ახალი წესით, სამი ან მეტი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებს შეეძლებათ ქალაქის ადმინისტრაციაში სპეციალური დეკლარაციის ხელმოწერა. ეს სტატუსი პარტნიორებს გარკვეულ უფლებამოსილებებს მიანიჭებს, მათ შორის საავადმყოფოებსა და საპატიმროებში ერთმანეთის მოინახულების უფლებას.

ამასთან, დადგენილება განმარტავს, რომ აღნიშნული სტატუსი არ განიხილება ოფიციალურ „ქორწინებად“ ან შტატისა და ფედერალური კანონმდებლობით განსაზღვრულ სამოქალაქო პარტნიორობად, რათა არ შევიდეს წინააღმდეგობაში ზემდგომ სამართლებრივ ნორმებთან. მიუხედავად ამისა, ვესტ ჰოლივუდი გახდა ერთ-ერთი იმ იშვიათ ქალაქებს შორის, რომლებმაც „პოლიამორული ურთიერთობების“ დაცვა მუნიციპალურ დონეზე უზრუნველყვეს. აღნიშნული რეგულაცია ძალაში მიღებიდან 30 დღეში შევა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოკალიფორნიის ქალაქმა ვესტ ჰოლივუდმა მრავალპარტნიორიანი ოჯახებისთვის - მათ შორის ორი ცოლის, ორი ქმრის ან 1 ცოლისა და 3 ქმრის კავშირებისთვის - პარტნიორობის რეესტრი დაამტკიცა
  2. იმედინიუსისამთავრობოFox News: კალიფორნიის შტატის ქალაქ ვესტ ჰოლივუდის საკრებულომ ერთხმად მიიღო მუნიციპალური დადგენილება, რომელიც „მრავალპარტნიორიან ოჯახურ ურთიერთობებში“ მყოფ მოქალაქეებს ადგილობრივი კანონმდებლობის დონეზე სამართლებრივ დაცვას ანიჭებს
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კალიფორნიის ქალაქმა ვესტ ჰოლივუდმა მრავალპარტნიორიანი ოჯახებისთვის - მათ შორის ორი ცოლის, ორი ქმრის ან 1 ცოლისა და 3 ქმრის კავშირებისთვის - პარტნიორობის რეესტრი დაამტკიცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები