პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მატერიალური დოკუმენტები უქმდება - როგორ შეიცვლება ფიზიკური პირებისგან შესყიდვების აღრიცხვა 1 დეკემბრიდან|RS

შემოსავლების სამსახური

1 დეკემბრიდან ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვა ელექტრონულ ფორმატში გადადის და მატერიალურ დოკუმენტს ელექტრონული შესყიდვის აქტი ჩაანაცვლებს, იტყობინება შემოსავლების სამსახური.

მატერიალური დოკუმენტები უქმდება - როგორ შეიცვლება ფიზიკური პირებისგან შესყიდვების აღრიცხვა 1 დეკემბრიდან|RS
BM.GE

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს ახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვა ელექტრონულ ფორმატში განხორციელდება. სიახლე მატერიალური (ქაღალდის) დოკუმენტის ნაცვლად, ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერას ითვალისწინებს.

ახალი მექანიზმის ფარგლებში, ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვისას შესყიდვის აქტს თავად მყიდველი მხარე გამოწერს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან (https://eservices.rs.ge).

ელექტრონულ დოკუმენტში აისახება იგივე რეკვიზიტები, რასაც არსებული მატერიალური ფორმა ითვალისწინებდა, თუმცა მას დაემატა ანგარიშსწორების ფორმისა და ანაზღაურების მდგომარეობის მითითების შესაძლებლობაც.

როგორ დადასტურდება დოკუმენტი

სიახლეა შესყიდვის აქტის ელექტრონულად დადასტურების მექანიზმიც, რომელიც მონაწილე მხარეს ოპერაციის დადასტურების სამ ალტერნატიულ საშუალებას სთავაზობს:

მობილურ ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდის მყიდველისთვის მიწოდება და მყიდველის მიერ მისი სისტემაში შეყვანა;

გამყიდველის მიერ მობილურ ტელეფონზე მიღებული ბმულის საშუალებით დოკუმენტის დადასტურება;

გამყიდველის მიერ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან დოკუმენტის დადასტურება.

გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს ნებაყოფლობით შეუძლია გამოიყენოს ელექტრონული შესყიდვის აქტი ფიზიკური პირისგან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაშიც.

ვადები და გამონაკლისები

უწყების ცნობით, ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერა შესაძლებელია არაუგვიანეს საქონლის შესყიდვის დღის შესაბამისი თვის მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა, ხოლო მისი დადასტურება ან უარყოფა ოპერაციის განხორციელების თვიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში.

შესყიდვის აქტის გამოწერა საჭირო არ არის შემდეგ შემთხვევებში:

თუ ფიზიკური პირისგან შეიძენთ ისეთ ქონებას, რომლის საკუთრების უფლება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას ექვემდებარება (მაგალითად: ბინა, მიწა ან ავტომობილი);

თუ საქონლის გამყიდველს აღნიშნულ ოპერაციაზე უკვე გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადები, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან საგადასახადო დოკუმენტი;

თუ ფიზიკური პირისგან შეიძენთ ხე-ტყეს, რომელზეც მოქმედებს ხე-ტყის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვის სპეციალური წესი.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ახალი ელექტრონული შესყიდვის აქტი მარტივად ინტეგრირდება საბუღალტრო პროგრამულ სისტემებში, რაც ხელს შეუწყობს შესყიდვის ოპერაციების აღრიცხვის გამარტივებას, დოკუმენტების გაციფრულებასა და პროცესის გამჭვირვალობას.

უწყებაში აცხადებენ, რომ სიახლის შესახებ მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ელექტრონული პორტალის „შეხვედრების სივრცე“ (https://www.rs.ge/Meetingsspace) მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადამხდელებს შეუძლიათ ისარგებლონ სერვისით „RS ჩათი“ ან დაუკავშირდნენ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს ნომერზე: 2 299 299.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
შემოსავლების სამსახური - 1 დეკემბრიდან არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვა ელექტრონულად განხორციელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები