ცანა-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ინტენსიური თოვის, ძლიერი ნისლისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ცანა-ლასდილისა და უშგული-ლასდილის საუღელტეხილო მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, ძლიერი ნისლისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ141-კმ151 (ცანა-ლასდილი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ181-კმ189 (უშგული-ლასდილი) საუღელტეხილო მონაკვეთებზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…