პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტში „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა დაიწყება

საქართველოს მთავრობა

პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის განხილვა იწყება, რომლის მიხედვითაც შემოსულობების მაჩვენებელი 837 მლნ ლარით გაიზარდა და 33 003 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ასიგნებების მოცულობა 32 713,7 მლნ ლარამდეა გაზრდილი.

პარლამენტში „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა დაიწყება
იმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტში „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2027-2030 წლებისათვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტების განხილვა დაიწყება.

საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 33 003.0 მლნ ლარია, რაც პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 837,0 მლნ ლარით მეტია.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის თანახმად, მისი მოცულობა 32 713,7 მლნ ლარია და ეს მაჩვენებელი პროექტის პირველადი ვარიანტის მონაცემს 642,2 მლნ ლარით აჭარბებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
2027 წლის ბიუჯეტის პროექტი ₾642 მილიონით, ₾32.7 მილიარდამდე იზრდება - რომელ სამინისტროებს ეცვლებათ დაფინანსება?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები