პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანექსირებული ყირიმის იზოლატორი იუწყება, რომ იქ თავი მოიკლა პატიმრობაში მყოფმა უკრაინელმა ფილოლოგმა

ანექსირებული ყირიმის იზოლატორში ხარკოვის ენების სკოლის დამფუძნებელი ალექსანდრა კაზაროვიცკაია გარდაიცვალა. იზოლატორი მიზეზად თვითმკვლელობას ასახელებს, სკოლის ცნობით კი ის სასამართლოს მოლოდინში სამი თვე სამარტოო საკანში იმყოფებოდა.

ანექსირებული ყირიმის იზოლატორი იუწყება, რომ იქ თავი მოიკლა პატიმრობაში მყოფმა უკრაინელმა ფილოლოგმა
რადიო თავისუფლება

რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ყირიმის საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა ხარკოვის ენების სკოლის, "პროფესიონალის" დამფუძნებელი ფილოლოგი, ალექსანდრა კაზაროვიცკაია (კოლესნიკოვა). ეს ინფორმაცია სკოლამ გაავრცელა ფეისბუკით. საგამოძიებო იზოლატორი სიკვდილის მიზეზად ასახელებს თვითმკვლელობას.

კაზაროვიცკაიას კოლეგების თანახმად, იგი დაიბადა სევასტოპოლში, იქ ცხოვრობდნენ მისი მშობლები. თავად კაზაროვიცკაია შემდგომში ცხოვრობდა ხარკოვში. იგი ყირიმში ზაფხულში ჩავიდა, რათა მშობლებს ბინის გაყიდვაში დახმარებოდა. კაზაროვიცკაია დააკავეს და იზოლატორში მოათავსეს. უცნობია სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლი იყო მის საქმეში გამოყენებული.

"იგი იქ დააკავეს. იპოვეს მისი მიმოწერა მოხალისესთან, ჯერ კიდევ [უკრაინაში რუსეთის] სრულმასშტაბიან შეჭრამდე. შემდეგ მან სამი თვე დაჰყო სამარტოო საკანში. ელოდა სასამართლოს. შემდეგ მოხდა 'თვითმკვლელობა'. სახლში საშა აღარ დაბრუნებულა" - ნათქვამია სკოლის შეტყობინებაში.

კაზაროვიცკაია 44 წლის იყო, მას დარჩა ქმარი და ქალიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიანექსირებული ყირიმის იზოლატორში უკრაინელი ფილოლოგი ალექსანდრა კაზაროვიცკაია გარდაიცვალა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იგი იქ დააკავეს. იპოვეს მისი მიმოწერა მოხალისესთან, ჯერ კიდევ [უკრაინაში რუსეთის] სრულმასშტაბიან შეჭრამდე. შემდეგ მან სამი თვე დაჰყო სამარტოო საკანში. ელოდა სასამართლოს. შემდეგ მოხდა 'თვითმკვლელობა'. სახლში საშა აღარ დაბრუნებულა“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ანექსირებული ყირიმის იზოლატორში უკრაინელი ფილოლოგი ალექსანდრა კაზაროვიცკაია გარდაიცვალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები