პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“რიჟვაძეს ვინ ესროლა?! ვინ კლავდა?!” – ლევან ხაბეიშვილის წერილი ციხიდან

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მას თითქმის 3 წელი მხოლოდ საუბრის გამო მიუსაჯეს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დევნასა და ძალადობაზე პასუხისმგებლობის არიდებაში ადანაშაულებს.

“რიჟვაძეს ვინ ესროლა?! ვინ კლავდა?!” – ლევან ხაბეიშვილის წერილი ციხიდან
ალია

პატიმრობაში მყოფი ენმ -ის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს და ქართული ოცნების ლიდერებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ციხეში არავინაა გაუგებარი მიზეზებით მოხვედრილი, როგორც ამას ევროკომისია წერს, პასუხობს.

უკანასკნელი ვარ მათ შორის, ვინც რეჟიმის უკანონო პატიმრობაშია მაგრამ… ყელმოღერებით კითხულობენ დღეს ივანიშვილის თოჯინები – ვინ ზის განსხვავებული აზრისთვისო?!

აი, მე მაგალითად, სიტყვის გამო ვარ ციხეში! არანაირ მოქმედებას, ქმედებას ან მათ ნაბოდვარ ძალადობასაც კი არ მაბრალებენ! მაბრალებენ, რომ ვლაპარაკობ! ტელევიზიებში, რომ ვისაუბრე ივანიშვილის რეჟიმი უნდა დასრულდეს-მეთქი, აი, ამის გამო ლამის 3 წელი (!) მომისაჯეს! არც ერთ, ხაზს ვუსვამ – არც ერთ მოქმედებას არ მედავებიან! მხოლოდ საუბარს!!!

ბრიტანელი ცდება, გერმანელმა ვერ გაიგო, საფრანგეთი ტყუის, პოლონეთი ცუდია, ამერიკა ტყუილშია – მთელი მსოფლიო იტყუება და მარტო ივანიშვილი, კობახიძე და პაპუაშვილია მართალი! დედამიწაზე მათი თანამოაზრე არ მოიძებნება!

სანაია ამკვიდრებს უხამსობასო – ამბობს ყაველაშვილის და სამხარაძის „პატრონი“… გორდულაძე და ქოც-დეპუტატები არ არიან მოძალადეები – გახარიას წევრს, რომ კოლექტიურად დაესხნენ თავს და ამაღლობელია დამნაშავე?!

500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?!

მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?!

რიჟვაძეს ვინ ესროლა?! ვინ კლავდა?! ვინ დასაჯეს?! თუ არ ესროლეს, მაშინ ვინ აშანტაჟებდა?!

რაიმე პასუხი არსებობს?!

ციხეებში სასაკლაოებს, რომ აწყობენ და „გარედან“ შეჰყავთ დასალეწად მათთან დალაგებული ხალხი, ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?!

ასეთი უტიფარი, უძარღვო არაფერი მინახავს!, – წერს ხაბეიშვილი.

“მარტივად გეტყვით, რატომ ზის დღეს ვახო სანაია ციხეში” – პაპუაშვილი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურილევან ხაბეიშვილი - ყელმოღერებით კითხულობენ ივანიშვილის თოჯინები: ვინ ზის განსხვავებული აზრისთვისო?! - მე, მაგალითად, სიტყვის გამო ვარ ციხეში, არანაირ მოქმედებას, ქმედებას ან ნაბოდვარ ძალადობასაც კი არ მაბრალებენ, მაბრალებენ, რომ ვლაპარაკობ
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩინოვნიკები თავს უწყობთ ხაფანგს, თქვენს “აღსასრულს“ აახლოებს ბიძინა და მომკითხავიც არ გეყოლებათ! - ხაბეიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები