პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი ბოლო სამ წელიწადში პირველად, 25 საბაზისო პუნქტით, 4%-მდე გაზარდა. მარეგულირებლის ცნობით, ინფლაციურ წნეხს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი განაპირობებს.

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა
BM.GE

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 4%-მდე გაზარდა. გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სექტორის მარეგულირებელმა აღნიშნული ნაბიჯი ბოლო სამ წელიწადში პირველად გადადგა.

მონეტარული კომიტეტის განმარტებით, ინფლაციურ წნეხს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი იწვევს, რომლის შესაკავებლად ცენტრალურ ბანკს ბერკეტების არ აქვს, თუმცა რეფინანსირების განაკვეთის ზრდა სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელებას მაინც შეუწყობს ხელს.

ამასთან, ცენტრალური ბანკი 2027 წლის შუა პერიოდისთვის ინფლაციის 5%-მდე დაჩქარებას პროგნოზირებს. ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა, ენდრიუ ბეილიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარების დეესკალაციის გარეშე ენერგომატარებლების გაიაფება და სანავთობო ინფლაციის შეკავება შეუძლებელი იქნება.

მიმდინარე თვის მონაცემებით, ქვეყანაში წლიური ინფლაცია 3.5%-მდე გაიზარდა. როგორც ენერგორესურსების წმინდა იმპორტიორი სახელმწიფო, ბრიტანეთი გარე შოკების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია.

ცნობისთვის, ინგლისის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი ბოლოს 2023 წლის აგვისტოში გაზარდა, მაშინაც მიზეზი ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი იყო.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ინფლაციის მატების ფონზე, TBC Capital-ში დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე ზრდას ელიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები