პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მერცს ჩვენი ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს - "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერი ალის ვაიდელი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ალის ვაიდელი აცხადებს, რომ Bosch-ში სამუშაო ადგილების მასშტაბური შემცირების მიზეზი მერცის უგუნური ენერგეტიკული პოლიტიკაა, რასაც ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს.

მერცს ჩვენი ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს - "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერი ალის ვაიდელი
რუსთავი 2

"ალტერნატივა გერმანიისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ალის ვაიდელი კომპანია Bosch-ის მიერ სამუშაო ადგილების შემცირების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მერცს ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს.

ვაიდელმა საკუთარ სოციალურ გვერდზე WELT-ის სტატია გამოაქვეყნა და განმარტა, რომ სამუშაო ადგილების შემცირების მიზეზი, მერცის მიერ წარმოებული მსოფლიოში ყველაზე უგუნური ენერგეტიკული პოლიტიკაა.

"კომპანია Bosch-ი კიდევ 750 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს. ამით კომპანიის მობილობის მიმართულებაში სამუშაო ადგილების შემცირების საერთო რაოდენობა 23 650-მდე გაიზრდება.

შიდა წვის ძრავიანი მანქანების ფაქტობრივი აკრძალვით და მსოფლიოში ყველაზე სულელური ენერგეტიკული პოლიტიკით - მერცი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის უფსკრულისკენ მიყვანას!" - წერს ვაიდელი.

WELT-ის ინფორმაციით, კომპანია Bosch-ში თანამშრომელთა შემცირების პროცესი კიდევ უფრო მასშტაბური ხდება. კომპანია, საავტომობილო ინდუსტრიაში შექმნილი რთული ვითარების გამო, ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე, ქალაქ აბშტატში მდებარე საწარმოში, მობილობის მიმართულებით 2029 წლის ბოლომდე დამატებით 750 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კომპანია Bosch-ი კიდევ 750 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს. ამით კომპანიის მობილობის მიმართულებაში სამუშაო ადგილების შემცირების საერთო რაოდენობა 23 650-მდე გაიზრდება. შიდა წვის ძრავიანი მანქანების ფაქტობრივი აკრძალვით და მსოფლიოში ყველაზე სულელური ენერგეტიკული პოლიტიკით - მერცი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის უფსკრულისკენ მიყვანას!“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Telegraph: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის ლიდერი ევროკავშირის სუვერენული ერების ფედერაციად გარდაქმნას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები