შალვა პაპუაშვილი: ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება კიდევ დიდხანს გააგრძელებს სიცოცხლეს თითოეული ჩვენგანის გულში. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება და მის ოჯახს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს სამძიმარს უცხადებს.
"გარდაიცვალა გამორჩეული ქართველი კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი, რომლის ულამაზესი მელოდიებიც ჩვენი ცხოვრების, მოგონებებისა და ქართული მუსიკალური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. მის სიმღერებში განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ცოცხლობს საქართველო, ჩვენი ქალაქები, ადამიანები და ურთიერთობები. ამ სიმღერებზე თაობები გაიზარდნენ, მათში საკუთარი განცდები და მოგონებები იპოვეს. ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება კიდევ დიდხანს გააგრძელებს სიცოცხლეს თითოეული ჩვენგანის გულში. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს. ნათელი მის ხსოვნას", - წერს შალვა პაპუაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„გარდაიცვალა გამორჩეული ქართველი კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი, რომლის ულამაზესი მელოდიებიც ჩვენი ცხოვრების, მოგონებებისა და ქართული მუსიკალური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. მის სიმღერებში განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ცოცხლობს საქართველო, ჩვენი ქალაქები, ადამიანები და ურთიერთობები. ამ სიმღერებზე თაობები გაიზარდნენ, მათში საკუთარი განცდები და მოგონებები იპოვეს. ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება კიდევ დიდხანს გააგრძელებს სიცოცხლეს თითოეული ჩვენგანის გულში. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს. ნათელი მის ხსოვნას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…