პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაფინანსთა სამინისტრო

პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 13 400 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურების ჯგუფურად შეძენის, შენახვისა და 6 000 დოლარად გასაღების ფაქტზე ბრალი წარუდგინა. დაკავებულს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურამ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
რუსთავი 2

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად ჯგუფურად შეიძინა და გასაღების მიზნით ინახავდა დიდი ოდენობით - 13 400 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების ყალბ კუპიურებს, რომლებიც მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 6000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 ნოემბერს დააკავეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 13 400 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა", - აღნიშნულია განცხადებაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 ნოემბერს დააკავეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 13 400 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები