ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე: გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული წესით ტარდება არჩევნები, გარკვეული პროცედურების გამარტივება იყო შესაძლებელი და კანონმდებლობა ზუსტად ამას ითვალისწინებს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით არაფერი იზღუდება და ყველა უბნის ოქმის გასაჩივრება კვლავ შესაძლებელია, პროცედურული სიახლეები კი ელექტრონულ არჩევნებს უკავშირდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული წესით ტარდება არჩევნები, გარკვეული პროცედურების გამარტივება იყო შესაძლებელი და კანონმდებლობა ზუსტად ამას ითვალისწინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არაფერი არ იზღუდება, შესაბამისად, ყველა უბნის ოქმის გასაჩივრება შესაძლებელია.
"არაფერი არ იზღუდება, ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს. დანარჩენი უბრალოდ ზუსტდება იქიდან გამომდინარე, რომ შემოვიდა პრაქტიკაში ელექტრონული აპარატურა. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული წესით ტარდება არჩევნები, გარკვეული პროცედურების გამარტივება იყო შესაძლებელი და კანონმდებლობა ზუსტად ამას ითვალისწინებს," - განაცხადა პრემიერმა.
ციტატები სტატიიდან
„არაფერი არ იზღუდება, ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს. დანარჩენი უბრალოდ ზუსტდება იქიდან გამომდინარე, რომ შემოვიდა პრაქტიკაში ელექტრონული აპარატურა. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული წესით ტარდება არჩევნები, გარკვეული პროცედურების გამარტივება იყო შესაძლებელი და კანონმდებლობა ზუსტად ამას ითვალისწინებს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…