"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლიგის ფაზის მე-4 ტურში „ლანსი“ საკუთარ მოედანზე „კომოსთან“ 1:9 დამარცხდა. გუნდის მწვრთნელმა იანიკ კაჟაკმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ეს შედეგი დამცირებაა და გუნდმა ვითარება უნდა გამოასწოროს.

ლიგის ფაზის მე-4 ტურში "ლანსი" საკუთარ მოედანზე "კომოსთან" 1:9 განადგურდა. კატასტროფული მარცხის შემდეგ, ფრანგული გუნდის დამრიგებელმა იანიკ კაჟაკმა განაცხადა, რომ ეს დამცირება იყო, მაგრამ ვითარება უნდა გამოასწორონ.
"მატჩის შესახებ ჩემი სიტყვა? - ის გასახდელში დარჩება. ერთადერთი სიტყვა, რაც მახსენდება დამცირებაა. ყველა ასპექტში გვაჯობეს. ძნელია ამის ასე სწრაფად ახსნა.
საკუთარ თავზე გავამახვილებთ ყურადღებას, განვიხილავთ, რა გამოსდის გუნდს კარგად და რა არა, რათა კვირის მატჩისთვის მოვემზადოთ. ეს ღირსების საკითხია. საქმე მხოლოდ ჩაშლილ სათამაშო გეგმას არ ეხება. ასეთი ანგარიში სათამაშო გეგმის ფარგლებს სცდება.
მთავარია, საკუთარ თავს სარკეში ჩავხედოთ. დიახ, ვგრძნობ, რომ მაქვს ძალა, ვითარება გამოვასწორო. ვისაც ჰგონია, რომ ხელს ჩავიქნევ, ის კარგად არ მიცნობს. ჩვენ ფეხზე წამოვდგებით და წინ წავალთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ კაჟაკმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…