რევაზ ნადარაია: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური იდენტობის, ძირითადი უფლებების, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიის მდგრადობისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვის გარანტია
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური იდენტობის, ძირითადი უფლებების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მდგრადობის გარანტია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური იდენტობის, ძირითადი უფლებების, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიის მდგრადობისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვის გარანტია, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ნადარაიას თქმით, ის კლასიკურ უფლებამოსილებათა განხორციელებით ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის მრავალმხრივ განვითარებას, სოციალური სამართლიანობის განმტკიცებას და საზოგადოებაში კონსტიტუციის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
„კონსტიტუციონალიზმის ისტორია ძირითადი უფლებებისთვის ბრძოლისა და მათი დაცვის სამართლებრივი გარანტიების ძიების ისტორიაა. სწორედ ამ დემოკრატიული პროცესების მონაპოვარია საკონსტიტუციო კონტროლის ინსტიტუტი. საქართველო აღნიშნული გლობალური კონსტიტუციური ფერხულის სრულფასოვანი მონაწილეა. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია ეროვნულ დონეზე. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომელმაც პირველად დაამკვიდრა საქართველოში საკონსტიტუციო კონტროლის უმაღლესი ორგანო - საკონსტიტუციო სასამართლო. მისი უმთავრესი მიზანი იმთავითვე კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფა და კონსტიტუციური წესრიგის განმტკიცება იყო.
კონსტიტუციის გამოცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მთელი რიგი ნორმატიული აქტების მიღება მოჰყვა, რითაც შეიქმნა სასამართლოს ფორმირებისთვის აუცილებელი მყარი საკანონმდებლო საფუძვლები. უწინარეს ყოვლისა, მოსამართლეთა განმწესებისთვის. სწორედ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა წევრებმა 1996 წლის 24 ივლისს დადეს სამოსამართლო ფიცი ღვთისა და ერის წინაშე. ამ მომენტიდან, მანტიით შემოსილი თემიდის მსახურნი, საკონსტიტუციო კონტროლის მეტად საპატიო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური იდენტობის, ძირითადი უფლებების, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიის მდგრადობისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვის გარანტია. ის კლასიკურ უფლებამოსილებათა განხორციელებით ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის მრავალმხრივ განვითარებას, სოციალური სამართლიანობის განმტკიცებას და საზოგადოებაში კონსტიტუციის შესახებ ცოდნის გაღრმავებას“, - აღნიშნა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„კონსტიტუციონალიზმის ისტორია ძირითადი უფლებებისთვის ბრძოლისა და მათი დაცვის სამართლებრივი გარანტიების ძიების ისტორიაა. სწორედ ამ დემოკრატიული პროცესების მონაპოვარია საკონსტიტუციო კონტროლის ინსტიტუტი. საქართველო აღნიშნული გლობალური კონსტიტუციური ფერხულის სრულფასოვანი მონაწილეა. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია ეროვნულ დონეზე. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომელმაც პირველად დაამკვიდრა საქართველოში საკონსტიტუციო კონტროლის უმაღლესი ორგანო - საკონსტიტუციო სასამართლო. მისი უმთავრესი მიზანი იმთავითვე კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფა და კონსტიტუციური წესრიგის განმტკიცება იყო. კონსტიტუციის გამოცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, მთელი რიგი ნორმატიული აქტების მიღება მოჰყვა, რითაც შეიქმნა სასამართლოს ფორმირებისთვის აუცილებელი მყარი საკანონმდებლო საფუძვლები. უწინარეს ყოვლისა, მოსამართლეთა განმწესებისთვის. სწორედ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა წევრებმა 1996 წლის 24 ივლისს დადეს სამოსამართლო ფიცი ღვთისა და ერის წინაშე. ამ მომენტიდან, მანტიით შემოსილი თემიდის მსახურნი, საკონსტიტუციო კონტროლის მეტად საპატიო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური იდენტობის, ძირითადი უფლებების, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიის მდგრადობისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვის გარანტია. ის კლასიკურ უფლებამოსილებათა განხორციელებით ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის მრავალმხრივ განვითარებას, სოციალური სამართლიანობის განმტკიცებას და საზოგადოებაში კონსტიტუციის შესახებ ცოდნის გაღრმავებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…