ჰავანაში საქართველოსადმი მიძღვნილი მოზაიკური პანო გაიხსნა - ნამუშევარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება
ჰავანის სახელოვნებო სივრცე „ფუსტერლანდიაში“ საქართველოსადმი მიძღვნილი მოზაიკური პანო გაიხსნა, რომელიც ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.

კუბის დედაქალაქ ჰავანაში, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საზეიმოდ გაიხსნა ფერადი მოზაიკური პანო - "საქართველო. ქართული ცივილიზაცია", რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 17 საუკუნოვან იუბილეს ეძღვნება.
ფერადი მოზაიკური პანო ჰავანის გამორჩეულ სახელოვნებო სივრცეში - ფუსტერლანდიაში განთავსდა. ეს ადგილი ცნობილია ფერადი მოზაიკებით გაფორმებული არქიტექტურითა და შემოქმედებითი გარემოთი, სადაც, საქართველოს გარდა, კუბაში აკრედიტებული სხვა დიპლომატიური მისიების ნამუშევრებიც არის წარმოდგენილი.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კუბასა და კარიბის ქვეყნებში გიგლა ბარამიძემ. გაიმართა მიღება და ქართული ღვინის დეგუსტაციაც
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…