პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ინდოეთმა სომხეთს ზალპური ცეცხლის სისტემისთვის 700 რაკეტა მიაწოდა

ინდურმა კომპანია Solar Defence and Aerospace Limited-მა სომხეთს „პინაკას“ სისტემისთვის 700 მართვადი რაკეტა მიაწოდა, რის შესახებაც CivilNet.am იუწყება. მედიის ინფორმაციით, სომხეთი აღნიშნული სარაკეტო სისტემის პირველი უცხოელი შემსყიდველი გახდა.

ინდოეთმა სომხეთს ზალპური ცეცხლის სისტემისთვის 700 რაკეტა მიაწოდა
ნეტგაზეთი

როგორც სომხური გამოცემა CivilNet.am წერს, ინდურმა კომპანიამ Solar Defence and Aerospace Limited-მა სომხეთს „პინაკას“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისთვის 700 მართვადი რაკეტა მიაწოდა. სომხეთში ამ სისტემას „შანტი“ ეწოდება.

India Today-ის ინფორმაციით, ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა რაჯნათ სინგჰმა რაკეტების გაგზავნის პროცესი 2026 წლის 18 იანვარს, კომპანიის საწარმოო კომპლექსში გამართულ ღონისძიებაზე დაიწყო. გამოცემის ინფორმაციით, სომხეთი „პინაკას“ მართვადი ვერსიის პირველი უცხოელი შემსყიდველია. რაკეტების მოქმედების სიშორე დაახლოებით 75-80 კილომეტრია.

კომპანიის ცნობით, სომხეთთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ „პინაკას“ სისტემის შეძენით სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ. მის უპირატესობებს შორის კომპანია შედარებით დაბალ ფასს, სამიზნეების მაღალი სიზუსტით განადგურების შესაძლებლობასა და ინდური თავდაცვის ინდუსტრიის მიმართ მზარდ ნდობას ასახელებს.

ინდური კომპანია Apollo Micro Systems-ის ხელმძღვანელობამ 26 ოქტომბერს ინვესტორებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთისთვის განკუთვნილი 2 000 მართვადი რაკეტის საექსპორტო კონტრაქტის შესრულებაში სამი ინდური კომპანია მონაწილეობს: Solar Industries, სახელმწიფო კომპანია Munitions India Limited და Bharat Forge.

სტატიის თანახმად, Solar Defence and Aerospace Limited-ის მიერ ახლახან გაგზავნილი 700 რაკეტა, სავარაუდოდ, ამ კონტრაქტის ერთ-ერთი ეტაპია.

CivilNet.am -ის ინფორმაციით, მართვადი რაკეტების შეძენა სომხეთის სარაკეტო არტილერიის შესაძლებლობებს ზრდის. ჩვეულებრივი რეაქტიული ჭურვებისგან განსხვავებით, მართვადი საბრძოლო მასალა სამიზნის უფრო ზუსტად განადგურების საშუალებას იძლევა და კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად საჭირო რაკეტების რაოდენობას ამცირებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რატი იონათამიშვილი პაველ ჰერჩინსკიზე: ვხედავთ, რომ ისევ აქეზებენ ძალადობას და ცდილობენ, რომ ძალადობა დააკანონონ საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვათწაიკითხე

უახლესი ამბები