პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თურქეთის საგარეო უწყება: ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში თურქეთის მიმართ ევროკავშირის მიკერძოებულ და უსამართლო დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში მკაცრად გააკრიტიკა და მას მიკერძოებული, უსამართლო და ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული უწოდა. უწყება აცხადებს, რომ დოკუმენტი საბერძნეთისა და კვიპროსის მაქსიმალისტურ პრეტენზიებს იზიარებს და თურქეთის უფლებებს უგულებელყოფს.

თურქეთის საგარეო უწყება: ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში თურქეთის მიმართ ევროკავშირის მიკერძოებულ და უსამართლო დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს
იმედინიუსი

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დოკუმენტი თურქეთის მიმართ ევროკავშირის მიკერძოებულ და უსამართლო დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ ავლენს.

„თურქეთის შესახებ ევროკომისიის მიერ 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიში კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ევროკავშირის მიკერძოებულ და უსამართლო მიდგომას თურქეთის მიმართ.

უარვყოფთ ანგარიშში წარმოდგენილ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ კრიტერიუმებთან, სასამართლო სისტემასა და ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით. ეს ბრალდებები ევროკავშირის ზოგიერთი ოფიციალური პირის ორმაგ სტანდარტებს ასახავს და მიუთითებს აზროვნების სტილზე, რომელიც არათანმიმდევრულია და სანდოობა დაკარგული აქვს.

აღვნიშნავთ, რომ წინა წლების მსგავსად, ანგარიშში გაზიარებულია საბერძნეთისა და კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის მაქსიმალისტური პრეტენზიები, რომლებიც საერთაშორისო სამართალთან შეუთავსებელია და ადგილზე არსებულ რეალობას მოწყვეტილია. ამასთან, დოკუმენტი კვლავ უგულებელყოფს თურქეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე მათ გამართლებულ პოლიტიკას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები საერთო ინტერესებსა და გრძელვადიან ხედვას უნდა ეფუძნებოდეს და ვიწრო პოლიტიკური გათვლებისა და ცალმხრივი მიდგომების ფარგლებს უნდა გასცდეს, დასძინეს თურქეთის საგარეო უწყებაში.

„მოველით, რომ ევროკავშირი გამოავლენს ჩვენი საერთო მომავლისთვის აუცილებელ სტრატეგიულ ნებას და ბოლო პერიოდში გაძლიერებულ დიალოგს კონკრეტულ გადაწყვეტილებებად აქცევს, რომლებიც თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას გაამყარებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოთურქეთი ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს აკრიტიკებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თურქეთის შესახებ ევროკომისიის მიერ 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიში კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ევროკავშირის მიკერძოებულ და უსამართლო მიდგომას თურქეთის მიმართ. უარვყოფთ ანგარიშში წარმოდგენილ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ კრიტერიუმებთან, სასამართლო სისტემასა და ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით. ეს ბრალდებები ევროკავშირის ზოგიერთი ოფიციალური პირის ორმაგ სტანდარტებს ასახავს და მიუთითებს აზროვნების სტილზე, რომელიც არათანმიმდევრულია და სანდოობა დაკარგული აქვს. აღვნიშნავთ, რომ წინა წლების მსგავსად, ანგარიშში გაზიარებულია საბერძნეთისა და კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის მაქსიმალისტური პრეტენზიები, რომლებიც საერთაშორისო სამართალთან შეუთავსებელია და ადგილზე არსებულ რეალობას მოწყვეტილია. ამასთან, დოკუმენტი კვლავ უგულებელყოფს თურქეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე მათ გამართლებულ პოლიტიკას“
„მოველით, რომ ევროკავშირი გამოავლენს ჩვენი საერთო მომავლისთვის აუცილებელ სტრატეგიულ ნებას და ბოლო პერიოდში გაძლიერებულ დიალოგს კონკრეტულ გადაწყვეტილებებად აქცევს, რომლებიც თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას გაამყარებს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
თბილისი გაფართოების ანგარიშს ტენდენციურად აფასებს და პასუხს აანონსებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები