რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ლეილა ძიგრაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა
რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე მსახიობისა და საქართველოს სახალხო არტისტის, ლეილა ძიგრაშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ლეილა ძიგრაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. სხვადასხვა დროს, სოხუმის, მოზარდმაყურებელთა და რუსთაველის თეატრის მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ და სახალხო არტისტს, წელს 100 წელი შეუსრულდებოდა.
საღამოზე გაიხსენეს სცენასა, თუ ეკრანზე ლეილა ძიგრაშვილის უნიკალური არტისტიზმით შესრულებული როლები, მის მიერ გახმოვანებული პერსონაჟები და საზოგადოებისთვის ამ დრომდე ნაკლებად ცნობილი ამბები.
კოლეგების მოგონებებთან ერთად, მაყურებელს საშუალება ჰქონდა, ენახა ფრაგმენტები მსახიობის შემოქმედებითი ცხოვრებიდან. ლეილა ძიგრაშვილის საიუბილეო საღამო კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…