პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

BILD: გერმანული პარტია „თავისუფალი ამომრჩევლების“ ლიდერი, ბავარიის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ჰუბერტ აივანგერი ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს

BILD-ის ინფორმაციით, პარტია „თავისუფალი ამომრჩევლების“ ლიდერი, ბავარიის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ჰუბერტ აივანგერი ბერლინის სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

BILD: გერმანული პარტია „თავისუფალი ამომრჩევლების“ ლიდერი, ბავარიის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ჰუბერტ აივანგერი ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს
იმედინიუსი

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, პარტია „თავისუფალი ამომრჩევლების“ ლიდერი, ბავარიის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ჰუბერტ აივანგერი ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს.

პოლიტიკოსის გარდაცვალების ფაქტი BILD-ს ბავარიის მთავრობისა და ბერლინის პოლიციის წყაროებმა დაუდასტურეს. სიკვდილის კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

გავრცელებული ცნობებით, ოთხშაბათს ბერლინში „თავისუფალი ამომრჩევლების“ ცენტრალური ოფისი უნდა გახსნილიყო. აივანგერმა აღნიშნული ღონისძიება შეუძლოდ ყოფნის გამო გამოტოვა და სასტუმრო Neuer Fritz-ში დარჩა, სადაც მოგვიანებით მისი ცხედარი აღმოაჩინეს. პოლიტიკოსის ოჯახს მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა.

ჰუბერტ აივანგერი 1971 წელს ქვემო ბავარიაში დაიბადა. მისი პოლიტიკური კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო: 2006 წლიდან ის ბავარიის „თავისუფალი ამომრჩევლების“ თავმჯდომარე იყო, ხოლო 2010 წლიდან პარტიის ფედერალურ გაერთიანებას ჩაუდგა სათავეში.

2018 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მან ბავარიის ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის, რეგიონული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის პოსტები დაიკავა. კონსერვატორი პოლიტიკოსი ევროკავშირის გადაწყვეტილებებისადმი მკვეთრი კრიტიკით გამოირჩეოდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეცვლას არ გეგმავსწაიკითხე

უახლესი ამბები