პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ხალხის ფული დახარჯეს იმ ძაღლების დასაჭერად, რომლებიც ამავე ხალხს მიკედლებული ჰყავდა – უვლიდნენ, აჭმევდნენ, თავს ევლებოდნენ”– სალომე სიმონია

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბიუჯეტის ფული მიკედლებული ძაღლების დასაჭერად და მოსაგერიებლად იხარჯება, პარალელურად კი ძაღლების სასაკლაო აღმოაჩინეს.

“ხალხის ფული დახარჯეს იმ ძაღლების დასაჭერად, რომლებიც ამავე ხალხს მიკედლებული ჰყავდა – უვლიდნენ, აჭმევდნენ, თავს ევლებოდნენ”– სალომე სიმონია
ალია

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ხელფასი თვეში 16 355 ლარია. წელიწადში თითქმის 200 000 ლარს ვუხდით ბიუჯეტიდან.

ცოტა ხნის წინ, სააგენტომ ძაღლების მოსაგერიებელი საშუალებებისთვის 171 950 ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან:

შპრიცსასროლის ნემსები 1000 ცალი

ბალონები ნახშირბადის დიოქსიდით – 350 ცალი

ტრანკვილიზატორის შპრიცი – 800

ხალხის ფული დახარჯეს იმ ძაღლების დასაჭერად, რომლებიც ამავე ხალხს მიკედლებული ჰყავდა – უვლიდნენ, აჭმევდნენ, თავს ევლებოდნენ.

სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით 2024-2025 წლებში:

● ევთანაზია ჩაუტარდა 362 ძაღლს

● ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა- 3808

ამასობაში ძაღლების სასაკლაო აღმოაჩინეს, სადაც ასობით ძაღლი ღია ცის ქვეშ იყო დაგდებული. ხალხმა მიკედლებული და მერე დაკარგული ძაღლები ამოიცნო ამ სასაკლაოზე.

ახლადგახსნილ პარკში მეორე დღესვე ბავშვს დენმა რომ დაარტყა, ამაზე არ ვიღებ პასუხისმგებლობასო – მერმა.

მისივე დაქვემდებარებაში მყოფი ჩინოვნიკი ბავშვებს ბაღის კვების თანხას რომ ჰპარავდა, არც ამაზე ვარ პასუხისმგებელიო.

ძაღლების სასაკლაოზე ჯერ-ჯერობით არანაირი რეაგირება არ ჩანს და საერთოდ, ვინმე რამეზე არის ამ ქვეყანაში პასუხისმგებელი?

თუ უმწეო ცხოველების და ადამიანების სასაკლაო უნდა გვქონდეს გამართული და ეს ნორმად უნდა ვაქციოთ?!

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რა კითხვები აქვთ აქტივისტებს ხელისუფლებასთან ლილოში ძაღლების „სასაკლაოს“ აღმოჩენის შემდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები