პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„თვე-ნახევარია ჩემი შვილი სკოლაში ვერ დადის, მერიამ ტრანსპორტი მოუხსნა“ – შშმ პირის დედა

თბილისის მერია

მარი კორკოტაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიამ მის აუტისტ შვილს ტრანსპორტირება გაუუქმა, რის გამოც დათა ფარცხალაძე თვე-ნახევარია სკოლაში ვერ დადის. დედის თქმით, ირღვევა მოზარდის განათლების უფლება და მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს.

„თვე-ნახევარია ჩემი შვილი სკოლაში ვერ დადის, მერიამ ტრანსპორტი მოუხსნა“ – შშმ პირის დედა
ბათუმელები

დათა ფარცხალაძე, რომელსაც შშმ პირის სტატუსი აქვს, თვე-ნახევარია სკოლაში არ წასულა – „ბათუმელებს“ ამის შესახებ ბავშვის დედამ, მარი კორკოტაძემ უთხრა.

როგორც დათას დედა „ბათუმელებთან“ ამბობს, მის შვილს თბილისის მერიამ ტრანსპორტის მომსახურება გაუუქმა.

მარი კორკოტაძის თქმით, დათა სამი წლის განმავლობაში სარგებლობდა შშმ მოსწავლეთა ინდივიდუალური ტრანსპორტირების მომსახურების სახელმწიფო პროგრამით, წელს კი მერიამ ამ მომსახურებაზე დათას უარი უთხრა.

„ჩემი შვილი აუტისტია, 18 წელი შეუსრულდა, მაგრამ ჯერ მე-12 კლასშია. სამი წელი სარგებლობდა სატრანსპორტო მომსახურებით, რადგან ჩვენ სკოლიდან ძალიან შორს ვცხოვრობთ. წელს კი, ტრანსპორტირებაზე უარი უთხრეს. თბილისის მერიას განცხადებითაც მივმართე, მაგრამ მაინც უარი მივიღეთ.

დავწერე ადმინისტრაციული საჩივარი კალაძის სახელზე, გაიმართა ზეპირი მოსმენაც, თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია. დრო გადის, ჩემი შვილი სკოლაში ვერ დადის.

თუ არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას, მივმართავთ სასამართლოს, რადგან ჩემი შვილის განათლების უფლება ირღვევა“, – ამბობს მარი კორკოტაძე.

დედის თქმით, თბილისის მერია, უარის მიზეზად თბილისის მუნიციპალური განვითარების სააგენტოს უფროსის ბრძანებას ასახელებს, სადაც ნათქვამია, რომ შშმ მოსწავლეს ტრანსპორტი იმ შემთხვევაში მოემსახურება, თუ სკოლა სახლიდან დაშორებულია 1 კმ-ით და სკოლაში უნდა ფუნქციონირებდეს ინტეგრირებული კლასი.

„იმ სკოლაში, რომელსაც მერია გვითითებს, რომ არის ჩვენს საცხოვრებელთან ახლოს და ინტეგრირებულ კლასში არის ერთი ადგილი, ჩემი შვილი ვერ ივლის, რადგან პირველი კლასიდან მოყოლებული დათა მუხიანიდან დამყავდა ვაკეში, მიხეილ გრუშევსკის 41-ე საჯარო სკოლაში. აუტიზმის ცენტრი ამ სკოლასთან ახლოს არის და ამ პრინციპით შევარჩიეთ სკოლაც.

დათა ამ გარემოს მიჩვეული, რადგან პირველი კლასიდან აქ სწავლობს და ყველამ ვიცით, რომ აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის გარემოს შეცვლა საზიანოა“, – ამბობს მარი კორკოტაძე.

მისი თქმით, იმავე ბრძანებაში, რომელსაც თბილისის მერია უარის საფუძვლად იშველიებს, ასევე ნათქვამია, რომ მოსწავლის მდგომარეობა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

„წარდგენილი მაქვს ჩემი შვილის ფორმა 100 და ყველა საჭირო დოკუმენტაცია, ამიტომ დათას საკითხიც ინდივიდუალურად უნდა განიხილონ. უკვე დამამთავრებელ კლასშია ჩემი შვილი და ახლა უნდათ, რომ სხვა სკოლაში გადავიყვანო? ეს ჩემი შვილისთვის საზიანოა.

დათა ინტეგრირებულ კლასში არ არის, სეგრეგირებული კლასია, სადაც სხვადასხვა ასაკის შშმ ბავშვები სწავლობენ და ჩემი შვილი 11 წელია ამ კლასში სწავლობს. ახლა მისთვის გარემოს შეცვლა დაუშვებელია“, – გვეუბნება დედა.

მისი თქმით, შვილი ძალიან შორი მანძილიდან დაჰყავს ამ სკოლაში. ტაქსით რომ იმგზავროს, დღეში 60 ლარი დასჭირდებათ, ხოლო მუნიციპალური ტრანსპორტით რომ ისარგებლოს, სულ ცოტა, სამჯერ მაინც უნდა გამოიცვალონ ტრანსპორტი სკოლაში მისვლამდე.

„აუტიზმთან ერთად დათას აქვს კომპლექსური აშლილობაც, ამიტომ მუნიციპალური ტრანსპორტით მისი მგზავრობა რთულია. სწორედ ამიტომ სჭირდება მას ტრანსპორტით მომსახურება, მაგრამ პასუხს არ გვაძლევენ.

თვეზე მეტია დათა სკოლაში არ წასულა, ასე თუ გაგრძელდა, ჩამორჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მერიამ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ჩემს შვილს აქვს განათლების უფლება“, – გვეუბნება მარი კორკოტაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა თბილისის მერიას და ჰკითხა, რატომ არ განიხილა მერიამ დათა ფარცხალაძის საკითხი ინდივიდუალურად და ხომ არ გეგმავს თბილისის მერია ხელახლა განიხილოს, ირღვევა თუ არა დათა ფარცხალაძის განათლების უფლება ამით? – თბილისის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებული არიან და შეეცდებიან, ოფიციალური კომენტარიც გააკეთონ.

დღის განმავლობაში „ბათუმელების“ კითხვა უპასუხოდ დარჩა. თბილისის მერიიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ფოტოზე: დათა ფარცხალაძე და მარი კორკოტაძე

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩემი შვილი აუტისტია, 18 წელი შეუსრულდა, მაგრამ ჯერ მე-12 კლასშია. სამი წელი სარგებლობდა სატრანსპორტო მომსახურებით, რადგან ჩვენ სკოლიდან ძალიან შორს ვცხოვრობთ. წელს კი, ტრანსპორტირებაზე უარი უთხრეს. თბილისის მერიას განცხადებითაც მივმართე, მაგრამ მაინც უარი მივიღეთ. დავწერე ადმინისტრაციული საჩივარი კალაძის სახელზე, გაიმართა ზეპირი მოსმენაც, თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია. დრო გადის, ჩემი შვილი სკოლაში ვერ დადის. თუ არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას, მივმართავთ სასამართლოს, რადგან ჩემი შვილის განათლების უფლება ირღვევა“
მარი კორკოტაძე
„იმ სკოლაში, რომელსაც მერია გვითითებს, რომ არის ჩვენს საცხოვრებელთან ახლოს და ინტეგრირებულ კლასში არის ერთი ადგილი, ჩემი შვილი ვერ ივლის, რადგან პირველი კლასიდან მოყოლებული დათა მუხიანიდან დამყავდა ვაკეში, მიხეილ გრუშევსკის 41-ე საჯარო სკოლაში. აუტიზმის ცენტრი ამ სკოლასთან ახლოს არის და ამ პრინციპით შევარჩიეთ სკოლაც. დათა ამ გარემოს მიჩვეული, რადგან პირველი კლასიდან აქ სწავლობს და ყველამ ვიცით, რომ აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის გარემოს შეცვლა საზიანოა“
მარი კორკოტაძე
„წარდგენილი მაქვს ჩემი შვილის ფორმა 100 და ყველა საჭირო დოკუმენტაცია, ამიტომ დათას საკითხიც ინდივიდუალურად უნდა განიხილონ. უკვე დამამთავრებელ კლასშია ჩემი შვილი და ახლა უნდათ, რომ სხვა სკოლაში გადავიყვანო? ეს ჩემი შვილისთვის საზიანოა. დათა ინტეგრირებულ კლასში არ არის, სეგრეგირებული კლასია, სადაც სხვადასხვა ასაკის შშმ ბავშვები სწავლობენ და ჩემი შვილი 11 წელია ამ კლასში სწავლობს. ახლა მისთვის გარემოს შეცვლა დაუშვებელია“
„აუტიზმთან ერთად დათას აქვს კომპლექსური აშლილობაც, ამიტომ მუნიციპალური ტრანსპორტით მისი მგზავრობა რთულია. სწორედ ამიტომ სჭირდება მას ტრანსპორტით მომსახურება, მაგრამ პასუხს არ გვაძლევენ. თვეზე მეტია დათა სკოლაში არ წასულა, ასე თუ გაგრძელდა, ჩამორჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მერიამ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ჩემს შვილს აქვს განათლების უფლება“
მარი კორკოტაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
“ხალხის ფული დახარჯეს იმ ძაღლების დასაჭერად, რომლებიც ამავე ხალხს მიკედლებული ჰყავდა – უვლიდნენ, აჭმევდნენ, თავს ევლებოდნენ”– სალომე სიმონიაწაიკითხე

უახლესი ამბები