“ეს სწორედ ის ქალია, რომელიც სასწრაფო დახმარების თანამშრომლად ასაღებდა თავს” – ლაშა ბერულავა
კიევის სასამართლო პეტროპავლივსკა ბორშჩაგივკას მოვლენებში მონაწილე ქალის, ვალენტინა მოლოდას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს; კირილო ბუდანოვის მტკიცებით, მან წინასწარ იყიდა სასწრაფოს მანქანა და ობიექტს უთვალთვალებდა.

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
წაკლა ესა:
კიევის სასამართლო პეტროპავლივსკა ბორშჩაგივკას მოვლენების მონაწილე ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
ეს სწორედ ის ქალია, რომელიც სასწრაფო დახმარების თანამშრომლად ასაღებდა თავს.
ვალენტინა მოლოდა კიევის მახლობლად, პეტროპავლივსკა ბორშჩაგივკაში მდებარე სახლთან სასწრაფო დახმარების ავტომობილით მივიდა და თავს სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლად ასაღებდა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ქალმა წინასწარ შეიძინა სასწრაფო დახმარების ავტომობილი და სამედიცინო მუშაკის ფორმა ჩაიცვა.
ბუდანოვის მტკიცებით, ინციდენტამდე სულ მცირე სამი დღით ადრე ქალი მძღოლთან ერთად ობიექტის წინასწარ დაზვერვას ახორციელებდა.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულის მიმოწერაში აღმოჩნდა კონტაქტები Telegram-არხებთან, რომლებიც მოგვიანებით სახლთან განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას მასობრივად ავრცელებდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…