პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტიფინანსთა სამინისტროსაგარეო საქმეთა სამინისტრო

9 თვის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7.4% შეადგინა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 104%-ით გადაჭარბებით შესრულდა — მონაცემები პარლამენტში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინეს
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ განიხილეს.

მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის წევრებს ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები გააცნო.

მისი განცხადებით, პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 9.0%, მეორე კვარტალში - 6.9%, მესამე კვარტალში - 6.8% იყო. 9 თვის რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7.4% შეადგინა.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 20 535.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.2%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი გაზრდილია 19.6%-ით და შეადგენს 6 153.2 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტის ზრდა 5,3%-ია და შეადგენს 14 382.0 მილიონ დოლარს.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კვლავ ევროკავშირია. მისი თქმით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილი 20.4%-ია, თურქეთის - 12.4%, ჩინეთის - 11.3%, რუსეთის - 10.8%, აშშ-ის - 8.9%.

მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტი გაზრდილია 3.5%-ით.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს 5 332.8 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 0.1%-ით მეტია. მათ შორის, 2.3%-ით არის გაზრდილი ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3 796.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 4.4%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, მისი მაჩვენებელი გაზრდილია 5.2%-ით და შეადგენს 2 513.3 მილიონ დოლარს.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 9 თვის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრული იყო 21 916 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში კი მობილიზებულია 22 956 756.8 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 104.7%-ია. მისი ინფორმაციით, გადასახადების სახით მობილიზებულია 20 537 545.3 ათასი ლარი, რაც 9 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 103.2%-ია.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. კერძოდ, იანვარ-სექტემბრის საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრული იყო 18 492 466.7 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში კი მობილიზებულია 19 226 460.9 ათასი ლარი, რაც 104.0%-ს შეადგენს.

წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტის გადასახდელები განსაზღვრულია 30 881 358.0 ათასი ლარით. პირველ 9 თვეში შესრულება შეადგენს 21 040 313.3 ათას ლარს, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 92.4%-ს, ხოლო წლიურ დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებაში 68.1%-ს შეადგენს.

მომხსენებელმა პარლამენტის წევრებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლები გააცნო და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, საშუალო მაჩვენებელი 92%-ია.

მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 225 მილიონი ლარია. 9 თვეში ათვისებულია 158,7 მილიონი ლარი, რაც წლიური გეგმის 69,8%-ს და 9 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 92,7%-ს შეადგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მომდევნო კვირაში ბიუჯეტში ცვლილებები შევა - კაკურიძის თქმით, 2026 წლის ბიუჯეტის ნაწილი გაიზარდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები