გრიგოლ გეგელია - აშშ-ში „დემოკრატების“ გამარჯვება გვაჩვენებს, რომ ხალხს შეუძლია ვერდიქტის გამოტანა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის - ესაა ოპტიმიზმის საფუძველი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სჯერა დემოკრატიის
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, აშშ-ში „დემოკრატების“ გამარჯვება აჩვენებს, რომ ხალხს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის შეუძლია ვერდიქტის გამოტანა, რაც დემოკრატიისა და პროგრესული ღირებულებების მქონე ადამიანებისთვის ოპტიმიზმის საფუძველია.

„დემოკრატიული პარტიის“ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხალხის მტკიცე ნებას ყოველთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში და გვაჩვენა ისიც, რომ საზოგადოება სწრაფად რეაგირებს პოლიტიკურ მოვლენებზე, ეკონომიკურ დინამიკაზე და ძალიან მყარად შეუძლია საკუთარი ვერდიქტის გამოტანა ნებისმიერი ერთ დროს ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ეს არის ოპტიმიზმის საფუძველი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სჯერა დემოკრატიის, პროგრესული ღირებულებების.
„დემოკრატიული“ პარტიის გამარჯვებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხალხის მტკიცე ნებას ყოველთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში და გვაჩვენა ისიც, რომ საზოგადოება სწრაფად რეაგირებს პოლიტიკურ მოვლენებზე, ეკონომიკურ დინამიკაზე და ძალიან მყარად შეუძლია საკუთარი ვერდიქტის გამოტანა ნებისმიერი ერთ დროს ხელისუფლების მიმართ.
შესაბამისად, ეს არის ოპტიმიზმის საფუძველი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სჯერა დემოკრატიის, პროგრესული ღირებულებების, ინტერნაციონალიზმის, საერთაშორისო თანამეგობრობის ერთად დგომის და იმ ღირებულებების, რომელზედაც დგას ბოლო საუკუნის განმავლობაში თანამედროვე პროგრესული კაცობრიობა.
ეს არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გზავნილი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს, მშვიდობიანი, დემოკრატიული პოლიტიკური ცვლილება იხილოს, რომ თუ ადამიანები არიან მოწადინებული, რომ მიაღწიონ პოლიტიკურ ცვლილებას და აირჩიონ მათთვის სასიკეთო პოლიტიკური კურსი, ეს ყოველთვის არის შესაძლებელი.
ბოლო დროს ვნახეთ ფანტასტიკური დემოკრატიული გამარჯვებები არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ სერბეთსა და უნგრეთში, ისევე როგორც ფართო რეგიონში. ეს ტალღა მოასწავებს იმას, რომ პროგრესული ღირებულებები და დემოკრატიული სულისკვეთება ბრუნდება ყველგან და იმარჯვებს ყველგან“, - აღნიშნა გეგელიამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…