ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს, რომელმაც თანამდებობაზე დავით მჭედლიძე შეცვალა, – ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს.
ეს თანამდებობა გუშინ, 3 ნოემბერს დავით მჭედლიძემ დატოვა.
მერიის ინფორმაციით, თამაზ ამაღლობელი განათლებით იურისტია:
„სამოქალაქო სამართლის მაგისტრი და სამართლის დოქტორანტი. მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. პროფესიული პრაქტიკა გავლილი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და საადვოკატო ბიუროში“, – წერს მერია.
მერიაში ასევე აცხადებენ, რომ მუნიციპალური ინსპექციის ახალ უფროსს ანტიკორუფციულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, კერძოდ მას ანტიკორუფციულ სააგენტოში უმუშავია.
ამ დრომდე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას იკავებდა.
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას ქალაქის მნიშვნელოვანი საზედამხედველო სფეროები აბარია, მათ შორის – მშენებლობა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„სამოქალაქო სამართლის მაგისტრი და სამართლის დოქტორანტი. მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. პროფესიული პრაქტიკა გავლილი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და საადვოკატო ბიუროში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…