პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე – ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ შეუძლია შიდა საქმეები მართოს, უარს იტყვის, მოსამართლეები გაუგებარი წესით შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა დაუნიშნონ

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, თავმოყვარე ქვეყანა უარს იტყვის მოსამართლეების უცხოელი ექსპერტების მიერ დანიშვნაზე. მისი თქმით, კონსტიტუცია არა ხელისუფლებამ, არამედ ევროპულმა საბჭომ დაარღვია, რომელმაც 2024 წლის ივნისში საქართველოსთან პოლიტიკური კავშირი გაწყვიტა.

ნიკოლოზ სამხარაძე – ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ შეუძლია შიდა საქმეები მართოს, უარს იტყვის, მოსამართლეები გაუგებარი წესით შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა დაუნიშნონ
პირველი არხი

ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს იმაზე, რომ არათუ სუვერენული სახელმწიფოა, არამედ დამოუკიდებელი და შეუძლია, საკუთარი შიდა საქმეები მართოს, უარს იტყვის, ქვეყანაში მოსამართლეები გაუგებარი წესით შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა დანიშნონ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ეს მიუღებელია.

„ამის საჭიროება რატომ დგას, ესეც უნდა იყოს ახსნილი. პოლიტიკური და რაღაც ზერელე განცხადებები, რომ საქართველოში სასამართლოს არ აქვს რეიტინგი და ნდობა, ჩვენთვის მისაღები არ არის, რადგან საქართველოში სასამართლოს ბევრად უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. შესაბამისად, მაშინ ევროკავშირის ქვეყნებში მოსამართლეებს თუ დანიშნავენ, ქართველებისგან შერჩეულ ექსპერტებს გაუგზავნით და ევროკავშირში მოსამართლეები მათ დანიშნონ. საქართველოს მეორე ხარისხოვან ქვეყნად მიჩნევა ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფაა. ამიტომ, ამ არგუმენტს ვერ გავიზიარებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევის ნაწილს, მისი თქმით, საჭიროა ფაქტების ქრონოლოგიაში ჩახედვა.

„2024 წლის ივნისში, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული არჩევნები საქართველოში, ასევე ჯერ კიდევ არ იყვნენ „თვითნებურად დაკავებული“ ადამიანები, საკონსტიტუციო სასამართლოში არც პროცესი მიმდინარეობდა, არც „მოლოტოვის კოქტეილი“ ჰქონდათ ნასროლი და არც, „მშვიდობიანი დემონსტრაცია“ იყო გამართული, მანამდე, როდესაც ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან ყველანაირი პოლიტიკური კავშირის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეს ისტორიული ფაქტია. ამის შემდეგ, როდესაც ევროპარლამენტმა არ აღიარა საქართველოში ჩატარებული არჩევნები, პარლამენტის და მთავრობის ლეგიტიმურობა და მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, რომ მათაც ეს გაეკეთებინათ, მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა და ნათლად თქვა, არ დავიწყებთ ხვეწნას ევროკავშირისთვის, რომ მოლაპარაკებები გაგვიხსნან, მაგრამ მოლაპარაკებებს თუ გაგვიხსნიან, მზად ვართ, ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ. ასე რომ, ვენდეთ ისტორიას და ფაქტებს. საერთოდ, ვინმეს მიერ კონსტიტუციაზე მითითება დიდი ფარისევლობაა, რადგან კონსტიტუციაში ის მუხლი სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაწერა, რომელზეც ახლა მიუთითებენ. ვინმემ თუ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის მისწრაფებები, ეს იყო სწორედ ევროპული საბჭო, რომელმაც 2024 წლის ივნისში, საქართველოსთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამის საჭიროება რატომ დგას, ესეც უნდა იყოს ახსნილი. პოლიტიკური და რაღაც ზერელე განცხადებები, რომ საქართველოში სასამართლოს არ აქვს რეიტინგი და ნდობა, ჩვენთვის მისაღები არ არის, რადგან საქართველოში სასამართლოს ბევრად უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. შესაბამისად, მაშინ ევროკავშირის ქვეყნებში მოსამართლეებს თუ დანიშნავენ, ქართველებისგან შერჩეულ ექსპერტებს გაუგზავნით და ევროკავშირში მოსამართლეები მათ დანიშნონ. საქართველოს მეორე ხარისხოვან ქვეყნად მიჩნევა ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფაა. ამიტომ, ამ არგუმენტს ვერ გავიზიარებთ“
ნიკოლოზ სამხარაძე
„2024 წლის ივნისში, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული არჩევნები საქართველოში, ასევე ჯერ კიდევ არ იყვნენ „თვითნებურად დაკავებული“ ადამიანები, საკონსტიტუციო სასამართლოში არც პროცესი მიმდინარეობდა, არც „მოლოტოვის კოქტეილი“ ჰქონდათ ნასროლი და არც, „მშვიდობიანი დემონსტრაცია“ იყო გამართული, მანამდე, როდესაც ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან ყველანაირი პოლიტიკური კავშირის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეს ისტორიული ფაქტია. ამის შემდეგ, როდესაც ევროპარლამენტმა არ აღიარა საქართველოში ჩატარებული არჩევნები, პარლამენტის და მთავრობის ლეგიტიმურობა და მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, რომ მათაც ეს გაეკეთებინათ, მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა და ნათლად თქვა, არ დავიწყებთ ხვეწნას ევროკავშირისთვის, რომ მოლაპარაკებები გაგვიხსნან, მაგრამ მოლაპარაკებებს თუ გაგვიხსნიან, მზად ვართ, ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ. ასე რომ, ვენდეთ ისტორიას და ფაქტებს. საერთოდ, ვინმეს მიერ კონსტიტუციაზე მითითება დიდი ფარისევლობაა, რადგან კონსტიტუციაში ის მუხლი სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაწერა, რომელზეც ახლა მიუთითებენ. ვინმემ თუ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის მისწრაფებები, ეს იყო სწორედ ევროპული საბჭო, რომელმაც 2024 წლის ივნისში, საქართველოსთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა“
ნიკოლოზ სამხარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე, სადაც მოთხოვნილია, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნოს: “უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ჩაგვინაცვლა კაია კალასმა და იმან უნდა გადაწყვიტოს, რა არის ჩვენთან კონსტიტუციური და რა – არა. ეს არის აბსოლუტური სითავხედე. როგორ ბედავენ საერთოდ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს როლი შეითავსონ?! რაში ერკვევიან? საქართველოს კონსტიტუციაში ერკვევიან? მოსამართლეები არიან თუ ვინ არიან, რომ საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევენ?!”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები