ბერნი სანდერსი - „დემოკრატები“ კონგრესს გააკონტროლებენ და შესაძლებლობა ექნებათ, დონალდ ტრამპს პასუხი აგებინონ - ეს შესანიშნავია
აშშ-ის სენატორი ბერნი სანდერსი აცხადებს, რომ კონგრესზე კონტროლის დამყარების შემდეგ „დემოკრატებს“ დონალდ ტრამპისთვის პასუხის მოთხოვნის შესაძლებლობა ექნებათ.

„დემოკრატები“ ამიერიდან გააკონტროლებენ როგორც წარმომადგენელთა პალატას, ისე სენატს და შესაძლებლობა ექნებათ, დონალდ ტრამპს პასუხი აგებინონ. ეს შესანიშნავია, - ამის შესახებ აშშ-ის დამოუკიდებელი სენატორი ვერმონდის შტატიდან, ბერნი სანდერსი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შემოსავლებისა და სიმდიდრის „უპრეცედენტო უთანასწორობის პირობებში”, მეტის გაკეთებაა საჭირო.
„აქტიურად და შეუპოვრად უნდა ვიბრძოლოთ მშრომელი ოჯახების ინტერესების დასაცავად. აღარანაირი თავის მართლება!”- წერს სენატორი.
შეგახსენებთ, „დემოკრატებმა” კონგრესზე კონტროლი მოიპოვეს - ამ დროისთვის, „დემოკრატებს” სენატში 54 ადგილი აქვთ, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში - 225.
სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად მათ 51 ადგილი სჭირდებოდათ, წარმომდგენელთა პალატაზე კონტროლის დასამყარებლად კი - 218.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…