ლევან ჭოტორლიშვილი: ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ასეთი უკუსვლა და ჩამორჩენა არ ექნებოდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში
ფიზიკოს ლევან ჭოტორლიშვილის მტკიცებით, ევროკავშირს ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს, ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეთი უკუსვლა არ ექნებოდა. მისი თქმით, ევროკავშირი აშშ-სთან და ჩინეთთან შედარებით ლიდერიდან აუტსაიდერად იქცა.

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, „ევრონიუსის“ მიერ ბრიუსელში ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ის აცხადებს, ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ასეთი უკუსვლა არ ექნებოდა, რასაც ეკონომიკური მონაცემები მოწმობს.
,,ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ასეთი უკუსვლა და ჩამორჩენა არ ექნებოდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნახეთ ოცი წლის წინანდელი ეკონომიკური მონაცემები აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი. ოცი წლის წინ, ევროკავშირი ამ სამეულში უპირობო ლიდერი იყო, დღეს აუტსაიდერია და ჩამორჩენა იზრდება. სავარაუდოდ მომავალში ინდოეთიც გადაუსწრებს. დანარჩენი არის უსაგნო ლაყბობა“, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…