„კადრების გავრცელებით მაშანტაჟებდა“ – ქალი ყოფილ ქმარს უჩივის, პროცესი 1 წელია არ ტარდება
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სალომე გ. აცხადებს, რომ ყოფილი ქმარი პირადი კადრებით აშანტაჟებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს, ხოლო სასამართლო პროცესი დაახლოებით 1 წელია აღარ ჩატარებულა.

„დისტრიბუციის მანქანამ გადაგვირბინა წინ და ეტყობა იქიდან შენიშნეს, რომ ხელები სისხლიანი მქონდა… ფანჯრის მინები ჩაკეტილი იყო, არ შემეძლო, რომ მინა ჩამომეწია, მაგრამ ვყვიროდი, რაც შემეძლო: შველა მჭირდება, სისხლისგან ვიცლები… დისტრიბუციის მანქანიდან გამოსძახეს ჩემს ყოფილ ქმარს, რას აკეთებო, მაშინ დაიბნა და გაჩერდა,“ – გვიყვება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი სალომე გ. [სტატიაში სახელები შეცვლილია].
სალომე გ. „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ახლა კიდევ უფრო დაუცველად გრძნობს, როცა პროკურატურას მიმართა და მოძალადე ქმარი ამხილა. მართალია, გამოძიება დაიწყო, თუმცა ძალადობასა და კიდევ რამდენიმე დანაშაულში ბრალდებული კაცი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გირაოთი გაათავისუფლა. საქმე ახლა არსებითად განსახილველად უკვე მოსამართლე ნინო სახელაშვილთანაა, რომელსაც სხდომა დაახლოებით 1 წელი არ გაუმართავს.
სასამართლოს გაჭიანურების პრობლემის გარდა – მსხვერპლი ქალის ადვოკატი, ია თოდუა საუბრობს იმაზე, რომ პროკურატურა განზრახ არ იძიებს დანაშაულს სრულად, მაგალითად, სავარაუდოდ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვებას, ადევნებას… ასევე, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გირაოთი გათავისუფლებული კაცი არ დააპატიმრა მას შემდეგ, როცა მას შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა და გაირკვა, რომ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულმა კაცმა შემაკავებელი ორდერი დაარღვია, თანაც დაარღვია ერთ-ერთ საქმეზე გაფორმებული საპროცესოს შემდეგ.
„ჩვენ 7 წელი ვცხოვრობდით ერთად, არარეგისტრირებული ქორწინება იყო,“ – გვიყვება ძალადობის მსხვერპლი ქალი, – „დასაქმებული ვიყავი, ჩემი საქმე მქონდა, წინა ქორწინებიდან შვილი მყავს…
ვიდრე პოლიციამდე მივიდოდა საქმე, ანუ კლინიკაში გადასაყვანი გავხდებოდი, წლების წინ აღმოჩნდა, რომ ლაშა აზარტულ თამაშზე იყო ძლიერად დამოკიდებული, მუდმივად ჰქონდა ვალები, ფინანსური პრობლემები. თავისი ბინა არ აქვს ბათუმში და ჩემთან ცხოვრობდა. ხან ტელევიზორი მოიპარა ჩემი ბინიდან, მერე ავტომანქანა დამალომბარდებინა, შემდეგ მეზობლის თვალწინ ოქროს ძეწკვი ჩამომგლიჯა და წაიღო…
სულ მერიდებოდა ამაზე ლაპარაკი. ვერავის ვერ ვუყვებოდი. მაშანტაჟებდა პირადი ცხოვრების რაღაც ვიდეო კადრებით: იცოდე, თუ გამწირავ, შენც გაგწირავო – ამას მეუბნებოდა,“ – ამბობს სალომე და შემდეგ უკვე ჩაქვში მომხდარ შემთხვევას აღწერს, როცა ქალი იძულებული გახდა, პოლიციისთვის მიემართა.
„ვთხოვდი ჩემი ფულის დაბრუნებას და მასთან ურთიერთობის დასრულებას ვაპირებდი. მითხრა, ჩაქვში წავიდეთ, იქ დამიბრუნებენ ვალსო,“ – განაგრძობს თხრობას ძალადობის მსხვერპლი. – „მივედით ისეთ სახლში, რომლის ჭიშკარიც ბოქლომით იყო გამოკეტილი… შევშინდი და არ გადავყევი. ჩემი აზრით, სხვა განზრახვა ჰქონდა…
მერე თქვა, მწვანე კონცხზე წავიდეთ, იქ უნდა დაგმარხო ცოცხლადო. გზაში შეურაცხყოფას მაყენებდა, პერიოდულად კისერში მიჭერდა ხელს, მაგინებდა…
მერე მითხრა, შენს ბიჭს უნდა მოვუყვე ახლა ყველაფერი, ვაჩვენებ თან ამ კადრებს, რაც მაქვსო, მაგრამ არაფრით არ მივეცი ამის საშუალება. არ მივეცი საშუალება, ჩემს შვილთან დაერეკა… ამ დროს შევნიშნე, რომ ავტომანქანის უკანა ხედვის სარკე დაზიანებული იყო – მინა დავისვი მუცელზე…
იგი დისტრიბუტორის გადმოძახილზე დაიბნა და გააჩერა ავტომანქანა. ამ დროს მივწვდი ჩემს ტელეფონს და მაშინვე 112-ზე დავრეკე. ოპერატორს ვუთხარი, რომ შველა მჭირდებოდა… მან გამომართვა ტელეფონი და აღარ მაძლევდა საშუალებას, უკვე სასწრაფოსთვის მეპასუხა. ხვეწნა დავუწყე ამასობაში, სასწრაფოა, გადამარჩენენ, ნუ გეშინია, არაფერს არ ვიტყვი-მეთქი.
სასწრაფო მანქანის საწოლზე რომ მომათავსეს, მაშინაც მომაძახა: ხომ იცი, რაც უნდა თქვაო.
მერე დიდხანს ვფქრობდი, რა უნდა მეთქვა, ღმერთო, რა იქნება, მომეცი რამე ნიშანი-მეთქი,“ – გვიყვება სალომე.
ძალადობის მსხვერპლი ქალის თქმით, იგი ჩაქვის პოლიციის გამომძიებელს ყველაფერს მოუყვა. იმავე დღეს დააკავეს ლაშა შ. ოჯახში ძალადობის [126-ე მუხლის პრიმა ერთი] და მუქარის [11 პრიმა 151] ბრალდებით. მალე მას დაუმატეს კიდევ ერთი მუხლი: განაჩენის შეუსრულებლობა [სსკ-ის 381-ე მუხლი].
საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ძალადობაში ბრალდებულ კაცს ქალისთვის თავისი ადვოკატი მიუგზავნია: იქნებ ჩვენება შეცვალო, ან საერთოდ გაჩუმდეო.
სალომე ამბობს, რომ მოძალადე კაცის დაკავების შემდეგ, ხან ბრალდებულის ოჯახის წევრები, ხან „ქურდული გაგების“ ხალხი აწუხებდა ბრალდებულის სახელით:
„ყველამ იცოდა ამ კადრების შესახებ, რითაც მანამდე ლაშა მაშანტაჟებდა,“ – გვიყვება სალომე და განმარტავს, რატომ დათანხმდა ერთ-ერთ საქმეზე ძალადობაში ბრალდებული კაცისთვის საპროცესო გაეფორმებინათ.
საპროცესო შეეხო კიდევ ერთ დანაშაულს – სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს „დაზარალებულის იძულებას ჩვენების მიცემაზე უარის თქმაზე, ან მის შეცვლაზე, თუ ამას ერთვის მისი მოკვლის მუქარა.“ საქმის მასალების მიხედვით, ლაშა სალომეს ამჯერად მესინჯერით დამუქრებია და ეს იმ პერიოდში ხდება, როცა ძალადობაში ბრალდებული კაცი ჯერ დააპატიმრეს, თუმცა რამდენიმე დღეში გირაოთი გაათავისუფლეს. დოკუმენტების მიხედვით ჩანს, რომ ციხიდან გამოსული კაცი ქალს მესინჯერით ემუქრება და მას ისევ ციხეში აბრუნებენ.
ამ ნაწილში ქალი მოძალადე კაცისთვის საპროცესოს გაფორმებას თანხმდება. 2026 წლის 12 მარტს ლაშას საპროცესო უფორმდება და მას მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი ამტკიცებს. შეთანხმების მიხედვით, კაცს 372-ე მუხლის საფუძველზე 2.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, აქედან 6 თვე – რეალური სასჯელია, 2 წელი – პირობით.
საპროცესოს გაფორმებიდან რამდენიმე დღეში, 2026 წლის მარტში, ლაშამ ციხე დატოვა – დაახლოებით 6 თვე ის უკვე იჯდა ციხეში.
„მისი ოჯახის წევრები მპირდებოდნენ, ჩამოგშორდებით საერთოდ, ოღონდ საპროცესო გაფორმდესო, მაგრამ მომატყუეს… საპროცესოთი გათავისუფლების შემდეგ ხდება ის, რომ ვიღაც მირეკავს, თქვენ ესკორტზე მუშაობთო? თურმე გაუხსნია რაღაც საიტი, ასევე გვერდი ფეისბუქში, რომ თითქოს მე სექსუალურ მომსახურებას ვეწევი, მეორე შემთხვევაში, თითქოს მასაჟისტი ვარ. მითითებული იყო იმ გვერდებზე ჩემი ტელეფონის ნომერი, ფოტო-ვიდეო მასალა არა, მაგრამ ეს იყო მინიშნება…
დაცულად ვერ ვგრძნობ თავს ვერანაირად. ვინ დამიცავს, სადაა სამართალი?“ – კითხვა აქვს ძალადობის მსხვერპლ ქალს.
2026 წლის 7 მაისს ძალადობაში ბრალდებული კაცი სალომეს მეგობარს და მის ნაცნობს ქუჩაში ხვდება: „სალომეს გადაეცი, რომ ინვალიდს დავტოვებ“, – ამბობს მოწმე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რომ ლაშამ სალომესთვის ამის გადაცემა დაავალა.
ამ შემთხვევაშიც შეუდგენია პოლიციას უკვე მეორედ შემაკავებელი ორდერი ლაშას წინააღმდეგ.
„სასამართლო დაახლოებით ერთი წლის წინ გადაიდო იმ ეტაპზე, როცა უკვე უნდა დაიკითხოს დაზარალებული და პროცესი გადაიდო უვადოდ, ანუ არ ვიცით, როდის ჩაინიშნება სხდომა. ამ დროს ასეთი საფრთხის წინაშეა ქალი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ძალადობის მსხვერპლის ადვოკატი, ია თოდუა. ის ყურადღებას ამახვილებს პრაქტიკაზე: როცა სასამართლოს გირაოთი ჰყავს გათავისუფლებული ბრალდებული, ამ დროს საქმის განხილვა ზოგჯერ წლობით ჭიანურდება.
„სამწუხაროდ, არაფერი არ იცავს მსხვერპლის ინტერესებს… ბრალდების მხარე ბრალდებულს აძლევს შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მანიპულაციით განაგრძოს ძალადობა. გამოძიება რომ იყოს ობიექტური და არ იყოს მიკერძოებული, სხვადასხვა ბრალი ექნებოდა მას წარდგენილი. ასევე ფართო იქნებოდა ბრალდებულების წრეც. ჩანს საქმის მასალებიდან, რომ ბრალდებულის ძმაც ინფორმირებულია კადრებზე, ისიც ახსენებს კადრებს…
ქალმა მიმართა წერილით გენერალურ პროკურორს 2026 წლის ივნისში, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
სასამართლოსგან კი ვიღებთ დაუსაბუთებელ უარს გირაოს შეცვლის საკითხზე,“ – ამბობს ია თოდუა.
„ბათუმელები“ ამ თემაზე დაუკავშირდა პროკურატურის პრესცენტრს. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
ციტატები სტატიიდან
„დისტრიბუციის მანქანამ გადაგვირბინა წინ და ეტყობა იქიდან შენიშნეს, რომ ხელები სისხლიანი მქონდა… ფანჯრის მინები ჩაკეტილი იყო, არ შემეძლო, რომ მინა ჩამომეწია, მაგრამ ვყვიროდი, რაც შემეძლო: შველა მჭირდება, სისხლისგან ვიცლები… დისტრიბუციის მანქანიდან გამოსძახეს ჩემს ყოფილ ქმარს, რას აკეთებო, მაშინ დაიბნა და გაჩერდა,“
„ჩვენ 7 წელი ვცხოვრობდით ერთად, არარეგისტრირებული ქორწინება იყო,“
„დასაქმებული ვიყავი, ჩემი საქმე მქონდა, წინა ქორწინებიდან შვილი მყავს… ვიდრე პოლიციამდე მივიდოდა საქმე, ანუ კლინიკაში გადასაყვანი გავხდებოდი, წლების წინ აღმოჩნდა, რომ ლაშა აზარტულ თამაშზე იყო ძლიერად დამოკიდებული, მუდმივად ჰქონდა ვალები, ფინანსური პრობლემები. თავისი ბინა არ აქვს ბათუმში და ჩემთან ცხოვრობდა. ხან ტელევიზორი მოიპარა ჩემი ბინიდან, მერე ავტომანქანა დამალომბარდებინა, შემდეგ მეზობლის თვალწინ ოქროს ძეწკვი ჩამომგლიჯა და წაიღო… სულ მერიდებოდა ამაზე ლაპარაკი. ვერავის ვერ ვუყვებოდი. მაშანტაჟებდა პირადი ცხოვრების რაღაც ვიდეო კადრებით: იცოდე, თუ გამწირავ, შენც გაგწირავო – ამას მეუბნებოდა,“
„ვთხოვდი ჩემი ფულის დაბრუნებას და მასთან ურთიერთობის დასრულებას ვაპირებდი. მითხრა, ჩაქვში წავიდეთ, იქ დამიბრუნებენ ვალსო,“
„მივედით ისეთ სახლში, რომლის ჭიშკარიც ბოქლომით იყო გამოკეტილი… შევშინდი და არ გადავყევი. ჩემი აზრით, სხვა განზრახვა ჰქონდა… მერე თქვა, მწვანე კონცხზე წავიდეთ, იქ უნდა დაგმარხო ცოცხლადო. გზაში შეურაცხყოფას მაყენებდა, პერიოდულად კისერში მიჭერდა ხელს, მაგინებდა… მერე მითხრა, შენს ბიჭს უნდა მოვუყვე ახლა ყველაფერი, ვაჩვენებ თან ამ კადრებს, რაც მაქვსო, მაგრამ არაფრით არ მივეცი ამის საშუალება. არ მივეცი საშუალება, ჩემს შვილთან დაერეკა… ამ დროს შევნიშნე, რომ ავტომანქანის უკანა ხედვის სარკე დაზიანებული იყო – მინა დავისვი მუცელზე… იგი დისტრიბუტორის გადმოძახილზე დაიბნა და გააჩერა ავტომანქანა. ამ დროს მივწვდი ჩემს ტელეფონს და მაშინვე 112-ზე დავრეკე. ოპერატორს ვუთხარი, რომ შველა მჭირდებოდა… მან გამომართვა ტელეფონი და აღარ მაძლევდა საშუალებას, უკვე სასწრაფოსთვის მეპასუხა. ხვეწნა დავუწყე ამასობაში, სასწრაფოა, გადამარჩენენ, ნუ გეშინია, არაფერს არ ვიტყვი-მეთქი. სასწრაფო მანქანის საწოლზე რომ მომათავსეს, მაშინაც მომაძახა: ხომ იცი, რაც უნდა თქვაო. მერე დიდხანს ვფქრობდი, რა უნდა მეთქვა, ღმერთო, რა იქნება, მომეცი რამე ნიშანი-მეთქი,“
„ყველამ იცოდა ამ კადრების შესახებ, რითაც მანამდე ლაშა მაშანტაჟებდა,“
„მისი ოჯახის წევრები მპირდებოდნენ, ჩამოგშორდებით საერთოდ, ოღონდ საპროცესო გაფორმდესო, მაგრამ მომატყუეს… საპროცესოთი გათავისუფლების შემდეგ ხდება ის, რომ ვიღაც მირეკავს, თქვენ ესკორტზე მუშაობთო? თურმე გაუხსნია რაღაც საიტი, ასევე გვერდი ფეისბუქში, რომ თითქოს მე სექსუალურ მომსახურებას ვეწევი, მეორე შემთხვევაში, თითქოს მასაჟისტი ვარ. მითითებული იყო იმ გვერდებზე ჩემი ტელეფონის ნომერი, ფოტო-ვიდეო მასალა არა, მაგრამ ეს იყო მინიშნება… დაცულად ვერ ვგრძნობ თავს ვერანაირად. ვინ დამიცავს, სადაა სამართალი?“
„სალომეს გადაეცი, რომ ინვალიდს დავტოვებ“
„სასამართლო დაახლოებით ერთი წლის წინ გადაიდო იმ ეტაპზე, როცა უკვე უნდა დაიკითხოს დაზარალებული და პროცესი გადაიდო უვადოდ, ანუ არ ვიცით, როდის ჩაინიშნება სხდომა. ამ დროს ასეთი საფრთხის წინაშეა ქალი,“
„სამწუხაროდ, არაფერი არ იცავს მსხვერპლის ინტერესებს… ბრალდების მხარე ბრალდებულს აძლევს შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მანიპულაციით განაგრძოს ძალადობა. გამოძიება რომ იყოს ობიექტური და არ იყოს მიკერძოებული, სხვადასხვა ბრალი ექნებოდა მას წარდგენილი. ასევე ფართო იქნებოდა ბრალდებულების წრეც. ჩანს საქმის მასალებიდან, რომ ბრალდებულის ძმაც ინფორმირებულია კადრებზე, ისიც ახსენებს კადრებს… ქალმა მიმართა წერილით გენერალურ პროკურორს 2026 წლის ივნისში, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. სასამართლოსგან კი ვიღებთ დაუსაბუთებელ უარს გირაოს შეცვლის საკითხზე,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…