ტრამპის განცხადებით, აშშ ისრაელისთვის 4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გაცემას შეწყვეტს
დონალდ ტრამპის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მიღწეული შეთანხმებით აშშ წლის ბოლოს ისრაელისთვის 4 მილიარდი დოლარის დახმარების გაცემას შეწყვეტს, თუმცა იარაღის მიყიდვას გააგრძელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი მიმდინარე წლის ბოლოს ისრაელისთვის 4 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსების გამოყოფას შეწყვეტს, თუმცა თავის ახლო ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს იარაღს კვლავ მიჰყიდის.
განცხადება ტრამპმა შუალედური არჩევნების დღეს, ტელეკომპანია Fox News-ის გადაცემა Fox & Friends-ში გამოსვლისას გააკეთა. აშშ-ის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია, რის გამოც გაურკვეველი დარჩა, თუ კონკრეტულად რომელ დაფინანსებას გულისხმობდა იგი. მან ასევე არ განმარტა, თუ როგორ შეწყდება დაფინანსება წლის ბოლოს, იმის ფონზე, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ისრაელისთვის ყოველწლიურად 3.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს, ვადა 2028 წლის სექტემბრამდე არ ეწურება.
ამჟამად ვაშინგტონში უკვე მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს აშშ-ის დახმარება ისრაელისთვის აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ.
ტრამპის თქმით, ისრაელს აღარ სჭირდება ეს დაფინანსება, ხოლო ზოგიერთი „დემოკრატი“ და მემარცხენე პოლიტიკოსი ამ ფინანსურ მხარდაჭერას „რესპუბლიკელების“ წინააღმდეგ კრიტიკის არგუმენტად იყენებს.
„რაც შეეხება ისრაელისთვის თანხის გადახდას, ბიბი ნეთანიაჰუმ და მე დავდეთ შეთანხმება. ჩვენ ისრაელს წელიწადში 4 მილიარდ დოლარს ვაძლევთ და თვეების წინ შევთანხმდით, რომ ამას ვწყვეტთ. ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ ამ წლის ბოლოსთვის ისრაელს თანხას აღარ გადავუხდით. თუმცა, თუ დასჭირდებათ, ისრაელს მაინც დავეხმარებით“, - განაცხადა ტრამპმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაციტატები სტატიიდან
„რაც შეეხება ისრაელისთვის თანხის გადახდას, ბიბი ნეთანიაჰუმ და მე დავდეთ შეთანხმება. ჩვენ ისრაელს წელიწადში 4 მილიარდ დოლარს ვაძლევთ და თვეების წინ შევთანხმდით, რომ ამას ვწყვეტთ. ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ ამ წლის ბოლოსთვის ისრაელს თანხას აღარ გადავუხდით. თუმცა, თუ დასჭირდებათ, ისრაელს მაინც დავეხმარებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…