მოქალაქეები კარგავენ შესაძლებლობას დარღვევების რეალური მიზეზები გაასაჩივრონ – ტორჩინავა
ცესკოს წევრი ჯონი ტორჩინავა აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით მოქალაქეებს შემაჯამებელი ოქმის მიღმა არსებული დარღვევების, მათ შორის დაშინებისა და ნების კონტროლის, სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა ერთმევათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, ჯონი ტორჩინავა, რომელიც პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ წარმოადგენს აფასებს საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ერთმევათ შესაძლებლობა, გაასაჩივრონ დარღვევების რეალური მიზეზები.
„შემოთავაზებული რედაქციით ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება სასამართლოში მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხდება შესაძლებელი, თუ მასში ასახული ციფრები არითმეტიკულად არ ემთხვევა უბნის ოქმებს ან უკვე არსებულ სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილ მონაცემებს. ნებისმიერ სხვა საფუძვლით სარჩელს სასამართლო წარმოებაშიც კი არ მიიღებს.
ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ერთმევა შესაძლებლობა, გაასაჩივრონ ამ ციფრების მიღმა მდგარი დარღვევების რეალური მიზეზები, როგორიც არის: ამომრჩევლის ნების კონტროლი, დაშინება, ფარულობის დარღვევა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“, – წერს ის.
გარდა ამისა, ტორჩინავა აღნიშნავს, რომ აქამდე საარჩევნო პროცესზე დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხი კოლეგიური განხილვის საგანი იყო, კანონპროექტით ეს უფლებამოსილება სრულად გადადის ცესკოს და საოლქო კომისიების თავმჯდომარეების ხელში.
„საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლის ბედს, ნაცვლად საარჩევნო კომისიისა, წყვეტს ერთი კონკრეტული პირი. ეს არის კოლეგიურობის პრინციპის მოშლა და პირდაპირი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც პრაქტიკულად შესაძლებელი ხდება ობიექტური და კრიტიკული სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის საარჩევნო პროცესზე წვდომის ერთპიროვნულად შეზღუდვა“, – აღნიშნავს ის.
ცესკოს წევრი ამბობს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების ჩამოშორებით არჩევნების საბოლოო შეჯამების მონოპოლია სრულად გადადის ცესკოში.
„ადგილობრივ დონეზე შედეგების კანონიერებაზე კონტროლის ბერკეტის გაუქმებით იშლება მრავალსაფეხურიანი ზედამხედველობის მექანიზმი, რაც პროცესზე ცენტრალიზებული კონტროლის დამყარებას მნიშვნელოვნად აადვილებს“, – წერს ის.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსს მორიგ ჯერზე ცვლის.
მმართველი პარტიის ამჯერად შემოთავაზებული ცვლილებებით, არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების წესი იცვლება.
ამასთან, დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ, კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქებში აღარ შეჯამდება- საბოლოო შედეგები საუბნო კომისიებში შედგენილი ოქმების საფუძველზე განისაზღვრება. გარდა ამისა, იცვლება მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი წესიც.
ვრცლად გაეცანით ბმულზე:
რა შემთხვევაში იქნება შესძლებელი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება? – „ოცნების“ კანონპროექტი
ციტატები სტატიიდან
„საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლის ბედს, ნაცვლად საარჩევნო კომისიისა, წყვეტს ერთი კონკრეტული პირი. ეს არის კოლეგიურობის პრინციპის მოშლა და პირდაპირი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც პრაქტიკულად შესაძლებელი ხდება ობიექტური და კრიტიკული სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის საარჩევნო პროცესზე წვდომის ერთპიროვნულად შეზღუდვა“
„ადგილობრივ დონეზე შედეგების კანონიერებაზე კონტროლის ბერკეტის გაუქმებით იშლება მრავალსაფეხურიანი ზედამხედველობის მექანიზმი, რაც პროცესზე ცენტრალიზებული კონტროლის დამყარებას მნიშვნელოვნად აადვილებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…