გერმანელი პოლიტიკოსი ვაგენკნეხტი კიევთან ახლოს აღმოჩენილ სახლზე, სადაც, სავარაუდოდ, ჯარისკაცებს აწამებდნენ: მაშინ, როდესაც მდიდრებისა და გავლენიანი პირების ვაჟები საზღვარგარეთ სარგებლობენ თავიანთი პრივილეგიებით, უკრაინაში ახალგაზრდა მამაკაცებს სასტიკად, იძულებით იწვევენ სამხედრო სამსახურში, რათა ფრონტის ხაზზე სასიკვდილოდ გაიმეტონ
პოლიტიკოსი სარა ვაგენკნეხტი აცხადებს, რომ მაშინ, როცა მდიდრების ვაჟები პრივილეგიებით სარგებლობენ, უკრაინაში ახალგაზრდებს სასტიკად, იძულებით იწვევენ ფრონტზე სასიკვდილოდ, და ფრიდრიხ მერცს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

გერმანელი პოლიტიკოსი, პარტია BSW-ის დამფუძნებელი სარა ვაგენკნეხტი სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა კიევის ოლქში, სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში აღმოჩენილი სახლის ამბავს, სადაც, სავარაუდოდ, უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.
მისი განცხადებით, მაშინ, როდესაც მდიდრებისა და გავლენიანი პირების ვაჟიშვილები საზღვარგარეთ სარგებლობენ თავიანთი პრივილეგიებით, უკრაინაში ახალგაზრდა მამაკაცებს სასტიკად, იძულებით იწვევენ სამხედრო სამსახურში, რათა ფრონტის ხაზზე სასიკვდილოდ გაიმეტონ.
„ასე გამოიყურება ჩვენი ღირებულებების დაცვა? მაშინ, როდესაც მდიდრებისა და გავლენიანი პირების ვაჟიშვილები საზღვარგარეთ სარგებლობენ თავიანთი პრივილეგიებით, უკრაინაში ახალგაზრდა მამაკაცებს სასტიკად, იძულებით იწვევენ სამხედრო სამსახურში, რათა ფრონტის ხაზზე სასიკვდილოდ გაიმეტონ“, - წერს პოლიტიკოსი.
ვაგენკნეხტის განცხადებით, დროა, რომ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მიმართოს ძალისხმევა.
გერმანიის ფედერალური მთავრობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებითა და კიევისთვის მილიარდობით ევროს გადაცემით ამაზე პასუხისმგებლობას იზიარებს. დადგა დრო, რომ ფრიდრიხ მერცმა ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მიმართოს ძალისხმევა, ნაცვლად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის კომპრომისზე უარის თქმაში ხელი შეუწყოს და ეს უაზრო ომი კიდევ უფრო გაახანგრძლივოს!“ - დასძინა მან.
ცნობისათვის, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. საქმე ეხება დაახლოებით 40 სამხედროს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.
ციტატები სტატიიდან
„ასე გამოიყურება ჩვენი ღირებულებების დაცვა? მაშინ, როდესაც მდიდრებისა და გავლენიანი პირების ვაჟიშვილები საზღვარგარეთ სარგებლობენ თავიანთი პრივილეგიებით, უკრაინაში ახალგაზრდა მამაკაცებს სასტიკად, იძულებით იწვევენ სამხედრო სამსახურში, რათა ფრონტის ხაზზე სასიკვდილოდ გაიმეტონ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…