სანდრო სეხნიაშვილი 3 000 ლარით დაჯარიმდა - სასამართლომ ის საკრებულოსთან მომხდარ ინციდენტზე სამართალდამრღვევად ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო სეხნიაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმა. შსს-ს ინფორმაციით, მან საკრებულოსთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი შინაარსის სიმღერა შეასრულა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა სანდრო სეხნიაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის თბილისის საკრებულოს მიმდებარედ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი შინაარსის სიმღერას მღეროდა. სეხნიაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.
შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, მარიამ კერესელიძე აღნიშნავს, რომ ყველა სამეთვალყურეო ჩანაწერი ადასტურებდა სანდრო სეხნიაშვილის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას:
"დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სანდრო სეხნიაშვილის მიმართ, ჩვენი
მხრიდან ამ შემთხვევაში წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, როგორც მოწმის ჩვენებები, ახსნა-განმარტებები, ასევე ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც იყო როგორც ადგილზე გადაღებული. ასევე სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდა სანდრო სეხნიაშვილის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას." - აცხადებს მარიამ კერესელიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სანდრო სეხნიაშვილის მიმართ, ჩვენი მხრიდან ამ შემთხვევაში წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, როგორც მოწმის ჩვენებები, ახსნა-განმარტებები, ასევე ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც იყო როგორც ადგილზე გადაღებული. ასევე სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდა სანდრო სეხნიაშვილის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…