შალვა პაპუაშვილი უკრაინელი ჯარისკაცების სავარაუდო წამების ფაქტის შესახებ: “მძიმე სანახავია, როდესაც ბოროტებასთან მებრძოლი თავად ბოროტებაშია ჩართული”
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინელი სამხედროების სავარაუდო წამების კადრებს შემაძრწუნებელი უწოდა და განაცხადა, რომ მძიმე სანახავია, როდესაც „ბოროტებასთან მებრძოლი თავად ბოროტებაშია ჩართული“.

„კადრები, რომელიც ვიხილეთ, შემაძრწუნებელია. ასეთი რაღაცის მოლოდინი ადამიანს არ გაქვს, როდესაც ფიქრობ ქვეყანაზე, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან. ძალიან მძიმეა ამის ნახვა. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი რეაგირება იქნება. არ ვიცი, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მაშინ, როდესაც არის საომარი მდგომარეობა, ხელისუფლების უხილავად ხდებოდეს ადამიანების წამება და გარემო, რაც იქ იყო შექმნილი”, – განუცხადა ყირგიზეთში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიას.
“პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიც იყო იქ მისული, რომ გაირკვეს, რასთან იყო საქმე. მძიმე სანახავია, როდესაც ბოროტებასთან მებრძოლი თავად ბოროტებაშია ჩართული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. ლაპარაკია, დაახლოებით, 40 სამხედროზე. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…