"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
ვესტ ჰემმა მთავარი მწვრთნელი ნუნო ესპირიტო სანტო თანამდებობიდან გაათავისუფლა. პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად კლუბი მისმა ასისტენტმა რუი პედრო სილვამ და მეკარეების მწვრთნელმა რუი ბარბოსამ დატოვეს.

ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარმა "ვესტ ჰემმა" გვაუწყა, რომ გუნდიდან მთავარი მწვრთნელი ნუნო ესპირიტო სანტო გაათავისუფლა. პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად "ჩაქუჩების" რიგები მისმა ასისტენტმა რუი პედრო სილვამ და მეკარეების მწვრთნელმა რუი ბარბოსამ დატოვეს.
52 წლის სპეციალისტი ლონდონურ კლუბს 2025 წლიდან ედგა სათავეში, თუმცა გასულ სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში ადგილი ვერ შეუნარჩუნა.
უახლოეს მატჩში "ვესტ ჰემს" მარკ ნობლი, სტივ პოტსი და ჯერარდ პრენდერვილი მოამზადებენ, ახალი მწვრთნელის ვინაობის შესახებ კი გუნდი რამდენიმე დღეებში გვაუწყებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…