ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“2 წლის ბავშვი, რომელიც ბაღში საღ-სალამათი მიიყვანეს, უცბად გარდაიცვალა – გამოძიება შეწყვიტეს და დედამ დაიწყო ბრძოლა, ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა” – რა მოხდა ახალციხის საბავშვო ბაღში

„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებლის, ეკა ბესელიას განცხადებით, სკოლამდელი დაწესებულებების უსაფრთხოებისა და კვების საკითხებში პასუხისმგებლობა სხვადასხვა უწყებაზეა გადანაწილებული, თუმცა განსაკუთრებული როლი პარლამენტს აქვს. ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, რომ 2016 წელს მიღებული კანონით პასუხისმგებლობა პარლამენტმა უნდა აიღო, თუმცა დღეს შესაბამისი უწყებების მხრიდან ამ პასუხისმგებლობის სათანადო გააზრებას ვერ ხედავს.

“2 წლის ბავშვი, რომელიც ბაღში საღ-სალამათი მიიყვანეს, უცბად გარდაიცვალა – გამოძიება შეწყვიტეს და დედამ დაიწყო ბრძოლა, ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა” – რა მოხდა ახალციხის საბავშვო ბაღში
“2 წლის ბავშვი, რომელიც ბაღში საღ-სალამათი მიიყვანეს, უცბად გარდაიცვალა – გამოძიება შეწყვიტეს და დედამ დაიწყო ბრძოლა, ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა” – რა მოხდა ახალციხის საბავშვო ბაღშიალია

“მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სახ­ლის” დამ­ფუძ­ნებ­ლის, ეკა ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კვე­ბის სა­კი­თხებ­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა უწყე­ბა­ზეა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა პრო­ცეს­ში პარ­ლა­მენტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი აქვს.

კერ­ძოდ, რო­გორც ბე­სე­ლი­ამ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი” გა­ნა­ცხა­და, სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ 2016 წელს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი გან­სა­ზღვრუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სი ფუნ­ქცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა უწყე­ბა­ზეა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

“დღე­ვან­დე­ლი ინ­ფორ­მა­ცია გვაჩ­ვე­ნებს პრობ­ლე­მებს, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი უწყე­ბებს, ვი­საც ეხე­ბა. აქ არის პარ­ლა­მენ­ტის როლი ამ პრო­ცეს­ში. სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც 2016 წელს მი­ვი­ღეთ პარ­ლა­მენ­ტში, გან­სა­ზღვრავ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აეღო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, შემ­დეგ კი ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი­ყო სხვა­დას­ხვა უწყე­ბებ­ზე. რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტია: უსაფრ­თხო­ე­ბის, ჯან­დაც­ვის, კვე­ბის, მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი კომ­პლექ­სუ­რად არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბავ­შვის უსაფრ­თხო გა­რე­მო­ზე, კვე­ბა­ზე, აღ­ზრდა­ზე და ა.შ. პარ­ლა­მენტს აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი.

ეს ფუნ­ქცია პარ­ლა­მენტს დარ­ჩა, იმი­ტომ, რომ მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პარ­ლა­მენტზე გად­მო­ვი­ტა­ნეთ. დღეს ვე­რა­ვის მხრი­დან ვერ და­ვი­ნა­ხე ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა”, – გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სფე­რო­ე­ბი მო­ი­ცავს უსაფრ­თხო­ე­ბას, ჯან­დაც­ვას, კვე­ბა­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებს. ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის კონ­ტრო­ლის პირ­ვე­ლა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ვად ბაღს ეკის­რე­ბა, შემ­დეგ კი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და მერს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღევანდელი ინფორმაცია გვაჩვენებს პრობლემებს, რომლებიც ნაკლებად აქვთ გააზრებული უწყებებს, ვისაც ეხება. აქ არის პარლამენტის როლი ამ პროცესში. სკოლამდელი დაწესებულებებზე პირველი და ერთადერთი კანონი, რომელიც 2016 წელს მივიღეთ პარლამენტში, განსაზღვრავდა პასუხისმგებლობას. სკოლამდელი დაწესებულებებზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო საქართველოს პარლამენტს, შემდეგ კი ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულიყო სხვადასხვა უწყებებზე. რამდენიმე კომპონენტია: უსაფრთხოების, ჯანდაცვის, კვების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შესაბამისი უწყებები კომპლექსურად არის პასუხისმგებელი ბავშვის უსაფრთხო გარემოზე, კვებაზე, აღზრდაზე და ა.შ. პარლამენტს აქვს განსაკუთრებული როლი. ეს ფუნქცია პარლამენტს დარჩა, იმიტომ, რომ მთავარი პასუხისმგებლობა პარლამენტზე გადმოვიტანეთ. დღეს ვერავის მხრიდან ვერ დავინახე ეს პასუხისმგებლობა“
ეკა ბესელია
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.