პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს

შოთა არველაძე 15 ნოემბერს ამსტერდამში „აიაქსის“ ლეგენდების შემადგენლობაში „ბარსელონას“ ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს. ნიდერლანდურმა კლუბმა მატჩისთვის განაცხადი უკვე გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი ფორვარდიც მოხვდა.

შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
სპორტალი

15 ნოემბერს ამსტერდამში "აიაქსის" ლეგენდები "ბარსელონას" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრამდე 13 დღით ადრე ნიდერლანდურმა გუნდმა თავისი შემადგენლობა გამოაქვეყნა.

სიაში კლუბის ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძეც მოხვდა, რომელსაც "აიაქსის" ლეგენდების რიგებში ადრეც უთამაშია.

მსგავსი ღონისძიება ამსტერდამულმა კლუბმა ორი წლის წინაც გამართა, როდესაც "აიაქსის" დაარსებიდან 125 წლის იუბილეს აღსანიშნავად მადრიდის "რეალის" ლეგენდებს დაუპირისპირდა.

"ბარსელონას" შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია, "აიაქსის" გუნდი კი ასე გამოიყურება: პატრიკ კლუივერტი, იარი ლიტმანენი, რონალდ და ფრანკ დე ბურები, რიჩარდ ვიტსგე, იან ვერტონგენი, ვესლი სნეიდერი, რაფაელ ვან დერ ვარტი, ურბი ემანუელსონი, რაიან ბაბელი, კლას-იან ჰუნტელარი, ედვინ ვან დერ სარი, არონ ვინტერი, სიმონ ტაჰამატა, მიდო, შოთა არველაძე, დანი, ბოგდან ლობონცი, ვურნონ ანიტა, ჰედვიგეს მადურო, ლასე შიონე, სიმ დე იონგი, ეიონგ ენო, რიკარდო ვან რაინი და დერკ ბურიგტერი.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთაწაიკითხე

უახლესი ამბები