შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის მხარდაჭერით დაწესებული პროფესიული დღე აღნიშნა
შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის მხარდაჭერით დაწესებული პროფესიული დღე აღნიშნა, რომლის ფარგლებშიც 21 თანამშრომელს სერტიფიკატები გადაეცა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის (IOTA) მხარდაჭერით დაწესებული პროფესიული დღე აღნიშნა, რომელიც გენერალურმა ასამბლეამ 2025 წლის ივნისში დაამტკიცა. საგადასახადო ადმინისტრაციის პროფესიული დღის აღნიშვნა უკავშირდება ორგანიზაციის დაარსების თარიღს – 1996 წლის 30 ოქტომბერს.
ღონისძიება ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა ბარათაშვილმა და საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ დარახველიძემ გახსნეს.
ღონისძიების ფარგლებში, ვიდეომიმართვის საშუალებით მონაწილეებს მიესალმა და პროფესიული დღე მიულოცა IOTA-ს აღმასრულებელმა მდივანმა, ალიქს პერინიომ დე ტროიმ.
სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, IOTA-ს აღმასრულებელი მდივნისა და IOTA-ს მოქმედი პრეზიდენტის მიერ, ხელმოწერილი სერტიფიკატები შემოსავლების სამსახურის 21 წარმატებულ თანამშრომელს გადაეცა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…