პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ორი სამედიცინო დაწესებულებაა დნიპროზე სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებულ შენობებს შორის

დნიპროზე სარაკეტო შეტევის შედეგად ორი სამედიცინო დაწესებულება და 20 სახლი დაზიანდა, ნანგრევებიდან კი ერთი დაღუპულის ცხედარი ამოიტანეს, რის შესახებაც ქალაქის მერი ბორის ფილატოვი და საოლქო ადმინისტრაცია იტყობინებიან.

ორი სამედიცინო დაწესებულებაა დნიპროზე სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებულ შენობებს შორის
რადიო თავისუფლება

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ინფორმაციით, დნიპროში დაზიანებულია სამედიცინო-სანიტარიული დახმარების ცენტრის ამბულატორიისა და ქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოს შენობები. პაციენტები და მედიკოსები არ დაშავებულან.

დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ცნობით, ეს საავადმყოფო ჰოსპისია, სადაც მძიმედ დაავადებული 50-მდე პაციენტი იმყოფებოდა. ყველაზე უფროსი 90 წლისაა. პაციენტები სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მერის ინფორმაციით, ქალაქში ნახევრად დანგრეული და დაზიანებულია 20 სახლი. ერთი-ერთის ნანგრევებიდან მაშველებმა დაღუპულის ცხედარი ამოიტანეს.

დნიპროში დაზიანებულია გიმნაზიის, საბავშვო ბაღის, მუსიკალური სკოლის, ბიბლიოთეკის და კულტურის სასახლის შენობებიც.

ფილატოვმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა სარაკეტო შეტევით გამოწვეული შედეგების ამსახველი ფოტოები

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 3 ნოემბერს რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად დაზიანებულ ობიექტებს შორის ორი სამედიცინო დაწესებულებაა ქალაქ ხარკოვშიც.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დნიპრო: რუსების დილის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები