უკრაინული კლუბები თავის ვენესუელელ ფეხბურთელებს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის უფლებას არ აძლევენ
უკრაინულმა კლუბებმა „შახტარმა“ და „პოლისიამ“ თავიანთ ვენესუელელ ფეხბურთელებს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა აუკრძალეს. კლუბების განცხადებით, ისინი ფეხბურთელებს რუსეთში გამგზავრების ნებართვას არ აძლევენ.

უკრაინელმა კლუბებმა "შახტარმა" და "პოლისიამ" თავის ვენესუელელ ფეხბურთელებს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში აუკრძალეს. ვენესუელა 14 ნოემბერს ამხანაგურად ბასკეთის ნაკრებს, 17-ში კი გასვლაზე რუსეთს დაუპირისპირდება და უკრაინულ გუნდებს ამ უკანასკნელ შეხვედრაში მათი ფეხბურთელებს მონაწილეობის მიღება არ სურთ.
"პოლისიამ" 23 წლის ნახევარმცველის ანდრეს არაუხოს შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:
"საფეხბურთო კლუბმა "პოლისიამ" ოფიციალურად აცნობა ვენესუელის ფეხბურთის ფედერაციას, რომ კლუბი არ გასცემს ნებართვას ანდრეს არაუხოს რუსეთში გამგზავრებაზე, რათა მან მონაწილეობა მიიღოს რუსეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში, რომელიც 2026 წლის 17 ნოემბერს აგრესორ ქვეყანაში უნდა გაიმართოს. კლუბის პოზიცია ასევე ვრცელდება ამ მატჩთან დაკავშირებულ ვარჯიშებზე, მოსამზადებელ ეტაპებსა და სხვა აქტივობებზე", - წერია განცხადებაში.
ამავდროულად, "პოლისია" წინააღმდეგი არ არის, რომ არაუხომ მონაწილეობა მიიღოს ბასკეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, რომელიც 14 ნოემბერს ბილბაოში გაიმართება. კლუბმა ხაზი გაუსვა, რომ ფეხბურთელის ყოფნა ეროვნულ ნაკრებში და მისი შემდგომი გადაადგილების გეგმა რუსეთში გამგზავრებას უნდა გამორიცხავდეს.
მანამდე თავის ვენესუელელ ფეხბურთელზე მსგავსი პოზიცია დონეცკის "შახტარმაც" დააფიქსირა, რომლის ღირსებასაც 24 წლის ფორვარდი გლეიკერ მენდოზა იცავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…